Thumbnail

'მზად ვარ გამოწვევისთვის' - ფრანკ რიბერი სერია A-ს კლუბში მიდის?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი სავარაუდოდ ფიორენტინაში მიდის 
  • 36 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ინსტაგრამზე მინიშნება გააკეთა

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ვარიანტებს ჯერ ისევ განიხილავს. 36 წლის ფრანგის მომავალს უკავშირებდნენ ხან მოსკოვის ლოკომოტივს, სადაც საბა კვერკველია თამაშობს და ხანაც - პსვ ეინდჰოვენს, რომელსაც მისი ყოფილი თანაგუნდელი მარკ ვან ბომელი წვრთნის.

თუმცა, ბოლო პერიოდში აქტიურად, ფეხბურთელის იტალიაში გადაბარგების შესაძლებლობაზე იწერება და როგორც ჩანს, სულ მალე რიბერის სერია A-ში, კონკრეტულად კი ფიორენტინაში ვიხილავთ. 

რიბერიმ ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 425 მატჩში 124 გოლი გაიტანა

იტალიურ  მედიაში იუწყებიან, რომ რიბერიმ თანხმობა უკვე უთხრა ფლორენციელებს, მის მსურველ რუსულ და საემიროების კლუბებს კი უარი შეუთვალა. 

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნახევარმცველსა და ფლორენციულ კლუბს შორის გამართული 40-დღიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. სავარაუდოდ რიბერი "იებთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 4 მილიონ ევროს მიიღებს.

მინიშნება თავად ფრანკმაც გააკეთა, რომელმაც თავის ინსტაგრამზე დაწერა: "მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის". ბაიერნში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკა ტონიმ კი ფრანგს დაუკომენტარა: "ჩემი ძმა… ბრწყინვალე ფეხბურთელი. მოდიხარ იტალიაში? აჰაჰა". ამას რიბერის "სმაილები", "გულები" და "ოკ" მოჰყვა.

ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნს ამ ზაფხულს დაემშვიდობა, სადაც 12 წელიწადი გაატარა და ჯამში 24 ტიტული მოიგო, მათ შორის 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის ჩემპიონის 9 ტიტული. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ბაიერნის მაისურით 38 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები