Thumbnail

როგორც შარშან - უსმან დემბელე ისევ დაშავდა, რამდენი გაუცდება ფრანგს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ფრანგი თავდამსხმელი ბილბაოსთან შეხვედრაში დაუშავდა
  • კლუბი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადას ასახელებს
  • დემბელემ ტრავმა ლა ლიგის 2018/19 წლების სეზონის სტარტზეც მიიღო

ბარსელონას ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე ისევ ტრავმირებულია. კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მყესის დაზიანება ლა ლიგის 1-ელი ტურის შეხვედრაში მიიღო, რომელიც ბარსელონამ ბილბაოში ატლეტიკთან ანგარიშით 0:1 დათმო

ფრანგ თავდამსხმელს გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ხუთი კვირა დასჭირდება. შესაბამისად, დემბელე პრიმერაში ბეტისთან, ოსასუნასა და ვალენსიასთან შეხვედრებს გამოტოვებს. ის ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 1-ელი ტურის მატჩში ითამაშებს.

დემბელეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აქვს

შეგახსენებთ, რომ დემბელე შარშან, ლა ლიგის წინა სეზონის პირველ ტურშიც დაშავდა და გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა.

იუწყებოდნენ, რომ ფრანგი თავდამსხმელი პარი სენ-ჟერმენთან ბარსელონას გარიგების ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომლის თანახმად, ნეიმარი კატალონიურ კლუბში დაბრუნდებოდა, მაგრამ საეჭვოა, დემბელის ტრავმის შემდეგ პარიზელები ასეთი ვარიანტით დაინტერესდნენ.

უსმან დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა და ტრანსფერის ფასმა 125 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 22 წლის ფრანგმა ჩემპიონატის 29 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები