Thumbnail

მაურიციო სარი კლინიკაში გადაიყვანეს - იუვე სეზონს მწვრთნელის გარეშე დაიწყებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსი სეზონის პირველ მატჩს მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებს
  • მაურიციო სარის ფილტვების მწვავე ანთება აქვს

მომავალ შაბათ-კვირას იტალიის ჩემპიონატი იწყება. ჩემპიონი იუვენტუსი პირველ ტურში, შაბათს, პარმას ესტუმრება. ტურინულ გრანდს სეზონის დაწყება, დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის გარეშე მოუწევს. 

60 წლის სპეციალისტი, რომელიც დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ფილტვების მწვავე ანთებით კლინიკაში გადაიყვანეს. ორშაბათს მან იუვეს ვარჯიშის ხელმძღვანელობა ვერ შეძლო. ინფორმაცია ტურინულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ სარი იუვეს მთავარ მწვრთნელად ზაფხულში დაინიშნა. მანამდე მან ლონდონის ჩელსისთან ერთად ევროპალიგა მოიგო. ჩელსიმდე მაურიციო სარი ნაპოლის, უფრო ადრე კი ემპოლის მთავარი მწვრთნელი იყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები