Thumbnail
  • თემურ ქეცბაიას ინტერვიუ კვიპროსის ჩემპიონატის წინ
  • ანორთოსისში 4 ქართველი ლეგიონერია

23 აგვისტოდან სტარტს აიღებს კვიპროსის I დივიზიონი, სადაც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ანორთოსისი აინტერესებთ - 10-წლიანი პაუზის შემდეგ ანორთოსისს კლუბის ლეგენდა თემურ ქეცბაია დაუბრუნდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდში 4 ქართველი ითამაშებს: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.
პირველ ტურში ქეცბაიას გუნდი აელ-ს ესტუმრება (25 აგვისტო).

Cablenet Cyprus-მა 51 წლის ქართველ სპეციალისტთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, ანორთოსისის თავკაცი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

თორნიკე ოქრიაშვილი ვარჯიშზე

"ძალიან ძნელია გუნდის თავიდან აწყობა, მაგრამ კარგი ამ ისტორიაში ის არის, რომ ჩვენ დრო გვქონდა. კიდევ ის არის კარგი, რომ ანორთოსისს ევროთასებზე გამოსვლა არ უწევს. კლუბმა მთელი გამოცდილება იქ თამაშით შეიძინა, მაგრამ როცა საქმის დასაწყისში ხარ, ევროთასებით დაწყება კარგი არაა".

ახლებით კმაყოფილია 

ქეცბაია ახალი ფეხბურთელებით კმაყოფილია, რომელთა შორისაც სამი ქართველია (ლორია, დაუშვილი, ოქრიაშვილი): 

ქეცბაია ანორთოსისში 10-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა

"ახალ ფეხბურთელებთან ერთად ყოველ თამაშში ვაუმჯობესებთ ხარისხს. ძნელი იქნება ისეთ გუნდებთან თამაში, რომლებიც უკვე მზად არიან ჩემპიონატისთვის, ჩვენ კი ჯერ შუაში ვართ.
მაგრამ ბიჭები ძალიან ბევრს შრომობენ, მინდორზეც და მის გარეთაც გუნდში შესანიშნავი სიტუაციაა. ჩვენი მიზანი ძლიერი გუნდის აშენებაა.

როცა ანორთოსისის მწვრთნელი ხარ, ნაკლებზე არ უნდა იფიქრო - მხოლოდ ტიტული. ყველა რესურსს გამოვიყენებთ საამისოდ, რომ საჩემპიონო გუნდი გავხდეთ. ახალი, კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და მათი ადაპტაციის პერიოდიც შესანიშნავად მიდის. ვინც გუნდში დარჩნენ, ისინიც კარგი ფეხბურთელები არიან. 

ანორთოსისის ფანებს მოსწყინდათ პრობლემებზე საუბრის მოსმენა, ისინი ტიტულს ელიან. დარწმუნებული ვარ, ფანები თავიდანვე გვერდში დაგვიდგებიან, როგორც ეს ადრე იყო და ერთად ბევრს მივაწევთ".

კომენტარები

ბოლო ამბები