Thumbnail
  • ფიფამ ოფიციალურ საიტზე პუშკაშის პრემიის ნომინატთა სია გამოაქვეყნა
  • წლის ათი საუკეთესო გოლიდან სამი გულშემატკივართა ხმებით შეირჩევა
  • ფიფას ათი რჩეული გოლიდან სამი ფეხბურთელმა ქალებმა გაიტანეს

ფიფამ პუშკაშის პრემიის (FIFA Puskas Award 2019) ნომინატთა სია გამოაქვეყნა - ჯილდოზე, რომელსაც წლის საუკეთესო გოლის ავტორს ანიჭებენ. სიის შედგენისას გაითვალისწინებულია გოლები, რომლებიც 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, მსოფლიოში გავიდა.  

გოლების ვიდეოს სანახავად გადადით ტვიტერის ბმულზე

პრეტენდენტთა სიაში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ: დანიელ ჟორი (დებრეცენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ლოს ანჯელეს გელექსი), ენდროს თაუნსენდი (კრისტალ პალასი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), ხუან კინტერო (რივერ პლეიტი), მათეუს კუნია (ლაიპციგი).

ნომინანტთა შორის ასევე მოხვდნენ ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლებიც: აჯარა ნჩუტი (კამერუნის ნაკრები), ემი როდრიგესი (იუტა როალსი) და ბილი სიმფსონი (კლიფტონვილი).

ზლატანს პუშკაშის პრემიის მეორედ მოპოვების შანსი აქვს

ფიფას ოფიციალურ საიტზე უკვე დაიწყო გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრებს რჩეული გოლისთვის ხმის მიცემა 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე შეეძლებათ. სამი საუკეთესო გოლი ფინალურ ეტაპზე მოხვდება, სადაც წლის გოლს უკვე ფიფას ლეგენდები დაასახელებენ. 

ფიფა წლის საუკეთესო გოლის ავტორს 2009 წლიდან მოყოლებული, ასახელებს. პუშკაშის პრემიის ბოლო მფლობელი ლივერპულის გარემარბი მოჰამედ სალაჰი გახდა. მანამდე კი ეს აღიარება კრიშტიანო რონალდოს, ნეიმარს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ხამეს როდრიგესსა და ოლივიე ჟირუსაც ხვდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები