Thumbnail
  • სკუადრა აძურას არგენტინასა და ინგლისთან ლუიჯი დი ბიაჯო გაუძღვება.
  • იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი ივნისამდე უნდა გაირკვეს.
  • ანტონიო კონტეს სანაკრებო დონეზე მუშაობა ჯერ არ სურს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო ეროვნულ გუნდს ინგლისსა და არტენტინასთან ამხანაგურ შეხვედრებში გაუძღვება.

"სკუადრა აძურას" უწინდელმა თავკაცმა ჯამპიერო ვენტურამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გაყვანა ვერ შეძლო

იტალიის ნაკრები ამხანაგურ მატჩს არგენტინასთან 23 მარტს, მანჩესტერში ჩაატარებს, 27-კი ლონდონში, ინგლისს ეთამაშება.

ცნობილია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. ფედერაციის ვიცე-კომისარმა ალესანდრო კოსტაკურტამ განაცხადა, რომ კანდიდატებს შორის აღარ მოაზრება ანტონიო კონტე, რომელსაც ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი კიდევ 18 თვით აკავშირებს და მუშაობა საკლუბო დონეზე ურჩევნია.

კოსტაკურტას თქმით, სკუადრა აძურას მწვრთნელის საკითხი, მაქსიმუმ, ივნისამდე უნდა გადაწყდეს.

კანდიდატებად, კონტეს გარდა, რობერტო მანჩინი, კარლო ანჩელოტი და კლაუდიო რანიერი სახელდებოდნენ.

ლუიჯი დი ბიაჯოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლია. 

43 წლის სპეციალისტი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებს 2013 წლიდან წვრთნის.
 

კომენტარები

ბოლო ამბები