Thumbnail

‘ძალიან მენატრება!’ - მოურინიო უმუშევრობის გამო ცრემლებს ვეღარ იკავებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინტერნეტში ჟოზე მოურინიოს ემოციური ინტერვიუ გავრცელდა
  • პორტუგალიელს სესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა

ჟოზე მოურინიომ არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან უნდა დიდ ფეხბურთში დაბრუნება, მაგრამ შესაბამისი შეთავაზება დღემდე არ მიუღია. 56 წლის პორტუგალიელი უმუშევრობის გამო იმდენად დამწუხრებულია, რომ მორიგი ინტერვიუს დროს ცრემლები ვეღარ შეიკავა.

“უბრალოდ, დიდ სიამოვნებას ვიღებდი. აქამდე სულ ასე იყო. ახლა კი, სიამოვნების მიღების ნაცვლად… აღარ შემიძლია სიამოვნების მიღება. ძალიან მენატრება,” - ამბობს თვალცრემლიანი მოურინიო, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედიდან 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს და მას მერე უმუშევარია.

ჟოზეს ინტერვიუს ჩელსიდან მონაკოში გადასული სესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა. მან ვიდეო გადაპოსტა ტექსტით: “ლეგენდა. ჩვენც გვენატრები. მალე დაბრუნდი!”

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა უარი თქვა რამდენიმე წინადადებაზე ჩინეთიდან - ჟოზე ჯერჯერობით არც რომელმე ნაკრებში მუშაობას განიხილავს. მას ისევ ტოპ-კლუბში მუშაობა სურს.

ცნობილია, რომ მოურინიო გერმანულ ენას სწავლობს: “ვიცი ინგლისური, ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური და იტალიური. ახლა კი გერმანულსაც ვსწავლობ,” - განაცხადა ჟოზემ ცოტა ხნის წინ.

ჟოზეს ერთადერთი სამსახური ახლა Sky-ს ტელეექსპერტობაა, მაგრამ ამ საქმეს სერიოზულად არ უყურებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები