Thumbnail
  • მარიო ბალოტელი ისევ სერია A-ში ითამაშებს
  • 29 წლის ფორვარდი ბრეშასთან 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს

როგორც მოსალოდნელი იყო, მარიო ბალოტელის იტალიაში დაბრუნება გადაწყვეტილია. ბრეშამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 29 წლის თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს მარსელის ოლიმპიკში თამაშობდა, 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მარიო ბალოტელი წლების წინ იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, მაგრამ რთული ხასიათის გამო წარმატებას ფაქტობრივად ვერსად მიაღწია. მას იტალიის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ბალოტელიმ ევროპის 2012 წლის ნახევარფინალში ჩაატარა, რომელშიც გერმანიის ნაკრებს 2 გოლი გაუტანა.

იტალიაში ბალოტელი ორივე მილანური გრანდის ღირსებას იცავდა, იტალიის საზღვრებს გარეთ კი მანჩესტერ სიტიში, ლივერპულში, ნიცაში და მარსელში თამაშობდა. ბრეშაში მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები