Thumbnail
  • კოული ფეხბურთიდან წავიდა
  • ინგლისელმა ამის შესახებ დღეს განაცხადა

არსენალის, ჩელსის, რომას და ინგლისის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი - ეშლი კოული ფეხბურთიდან წავიდა.

მისი დებიუტი არსენალში 1999 წელს შედგა, მას შემდეგ კოულმა - 3 პრემიერლიგა, 7 ასოციაციის თასი, 3 ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

ამ მაჩვენებლებით პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდში, ბევრი მას დენის ირვინზე მაღლა აყენებს, რაც მის კარიერას თუ გადავხევადთ არც თუ ისე უსამართლო შეფასებაა.

კოულმა ინგლისის ნაკრებში 2001-14 წლებში ითამაშა და ეროვნული გუნდის მაისურით - 107 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები