Thumbnail
  • ჩელსი 1:1 ლესტერ სიტი
  • 1:0 - მეისონ მაუნთი (7), 1:1 - უილფრიდ ნდიდი (67)

პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ფრენკ ლამპარდის ჩელსიმ სახლში, სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის უმასპინძლა და ლონდონელები მხოლოდ ქულის აღებას დაჯერდნენ.

შეხვედრაში ანგარიში ჩელსის ახალგაზრდა შემტევმა - მეისონ მაუნთმა გახნსა, მას შემდეგ რაც ლესტერის ნიგერიელმა ლეგიონერმა უილფრიდ ნდიდიმ საკუთარ საჯარიმოსთან უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

თუმცა მატჩის შემობრუნება 67-ე წუთზე სწორედ ნდიდიმვე შეძლო - ჯეიმს მედისონის ჩამოწოდებულ კუთხურზე, ბურთისთვის საჰაერო ორთაბრძოლა ლესტერის ნახევარმცველმა სეზარ ასპილიკუეტას მოუგო და ანგარიში გაათანაბრა.

ეს უკვე ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი გახლდათ, რისი მოგებაც ფრენკ ლამპარდმა ვერ მოახერხა. შემდეგ ტურში ლონდონელები გასვლაზე, ნორვიჩ სიტის დაუპირისპირდებიან

საინტერესო ფაქტები

⚽ 3 - რაფაელ ბენიტესის 2012-13 წლების ჩელსის შემდეგ, ლამპარდი პირველი მწვრთნელია, რომელმაც პირველი 3 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა.

⚽ ჯეიმს მედისონმა დღეს 50-ე საგოლე შანსი შექმნა, რაც წინა სეზონის დაწყების დღიდან დღემდე პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგია.

⚽ მეისონ მაუნთი გახდა 1996 წლის შემდეგ ჩელსის პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისელი მწვრთნელის ხელში გოლი გაიტანა. ასეთი რამ ბოლოს დენის ვაიზმა გააკეთა, როდესაც გუნდს გლენ ჰოდლი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები