- რემზის დებიუტი იუვეში
- დიბალამ იუვეს ულამაზესი გოლით მოაგებინა
იუვენტუსის ახალწვეულმა აარონ რემზიმ კლუბის მაისური გუშინ პირველად მოირგო - უელსელი ტრიესტინასთან ტესტ-მატჩში მინდორზე ფედერიკო ბერნარდესკის ნაცვლად 70-ე წუთზე გამოჩნდა.
"ძალიან საამაყო ეპიზოდია ჩემ ცხოვრებაში" - წერდა უელსის ნაკრების წევრი ტვიტერზე მატჩის შემდეგ. "მეამაყება ამ ლეგენდარული მაისურის ჩაცმა" - ამბობს რემსი, რომელსაც აპრილის შემდეგ ტრავმის გამო მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული.
"ვიცი, რომ თამაშის პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ 3-4 შეხვედრა და სრულ მზადყოფნაში ვიქნები, მთავარია ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ." - შეგახსენებთ, რომ აარონ რემსი იუვეში კვირაში 400,000 ევროს მიიღებს და ამ მაჩვენებლით მას გუნდში მხოლოდ კრისტიანო რონალდო ჯობნის.
ტრიესტინასთან მატჩში კრისტიანო რონალდო გუნდს ვერ დაეხმარა, თუმცა სრულ მზადყონფაში იყო გუნდის არგენტინელი ვარსკვლავი - პაოლო დიბალა, რომელმაც იუვეს ულამაზესი გოლით მატჩი მოაგებინა.
გოლის აღნიშვნისას დიბალას ჟესტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ იუვეს ათიანს კლუბში დარჩენა სურს. გოლს არგენტინელმა 48-ე წუთზე აცილებული პენალტი დაუმატა და საბოლოოდ იუვემ მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო - 1:0.
კომენტარები