Thumbnail

რიბერი პრემიერლიგაში? 36 წლის ფრანგს ჯერ კიდევ დიდი ამბიციები აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერის ინგლისური კლუბი ეპატიჟება
  • ფრანგის გადაბირება ფიორენტინასაც სურს

ფრანკ რიბერის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფაქტია, რომ 36 წლის ფრანგ ნახევარმცველს ჯერ არც კარიერის დასრულება სურს და არც მისი არასაფეხბურთო ქვეყანაში გაგრძელება. რიბერის ჯერ კიდევ დიდი ამბიციები აქვს და უნდა, რომ 1-2 წელი ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშოს. შესაბამისად, MLS-ის ან ჩინეთის მსგავს ლიგებში გადასვლას გამორიცხავს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ბაიერნის ყოფილ ლიდერს პრემიერლიგის ვატიანტი გამოუჩნდა. მას ევერტონი ეპატიჟება - თუმცა, კლუბი რიბერის ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ პირდება და ვერც ისეთ ხელფასს სთავაზობს, როგორსაც ბაიერნში იღებდა. ასევე ცნობილია, რომ ფრანკ რიბერისგან თანხმობის მიღებას ფლორენციის ფიორენტინაც ცდილობს.

“ვფიქრობ, რომ ჩემთვის კარიერის დასრულება ჯერ ადრეა. მინდა, რომ ამბიციურ კლუბში კიდევ 2 წელი ვითამაშო,” - უთხრა ცოტა ხნის წინ რიბერიმ “L'Équipe-ს”.

კომენტარები

ბოლო ამბები