Thumbnail
  • საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • რუდი გობერი და კომპანია მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგებს ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიო პირველობაზე NBA-ს 6 კალათბურთელი მიჰყავთ.

სხვებთან ერთად, სიაში არიან რუდი გობერი (იუტა ჯაზი), ნიკოლა ბატიუმი (შარლოტი), ევან ფურნიე (ორლანდო მეჯიქი), ელი ოკობო (ფინიქს სანსი), ფრანკ ნტილიკინა (ნიუ იორკ ნიქსი) და ვენსან პორიე (ბოსტონ სელტიკსი). აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა 31 აგვისტომდე შემადგენლობაში 12 მოთამაშე უნდა დატოვოს.

1 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ჯგუფში ასევე ასპარეზობენ დომინიკის რესპუბლიკა და იორდანია. შეგახსენებთ, რომ ტონი პარკერმა და ბორის დიაომ კარიერა დაასრულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები