Thumbnail
  • მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის გოლეადორი უნდა გახდეს
  • ამისათვის მან ზუსტად ისე უნდა ისწავლოს, როგორც კრიშტიანო რონალდო სწავლობდა

რომელუ ლუკაკუს გუნდიდან გაშვების შემდეგ (მილანის ინტერში გადავიდა), ცხადი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი წინა ხაზზე მთავარ როლს მარკუს რაშფორდს ანიჭებს. 21 წლის ფორვარდი მანკუნიანელთა დიდი გოლეადორი უნდა გახდეს. პირველ ტურში რაშფორდმა, ჩელსისთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და სეზონი შესანიშნავად დაიწყო. იუნაიტედის ხელმძღვანელობის მიზანია, რომ რაშფორდი აბსოლუტურ ტოპ-ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს და ნამდვილი ‘საგოლე მანქანა’ გახდეს.

სწორედ ამიტომ, რაშფორდს გოლების გატანას ზუსტად იმ მეთოდით ასწავლიან, რომლითაც მანჩესტერში გოლეადორობა კრიშტიანო რონალდომ ისწავლა!

2006/2007 წლების სეზონში რონალდომ იუნაიტედისთვის 23 გოლის გატანა შეძლო. ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონს უფრო მეტი სურდა. მაშინ 22 წლის რონალდოს ფერგიმ რენე მიოლენსტენი მიამაგრა. ჰოლანდიელმა რონალდოს თავისი მეთოდით ასწავლა მეტოქის კართან პოზიციის შერჩევა და მუდმივად აჩვენებდა და უანალიზებდა სულშერის, ენდი კოულის, ტედი შერინგემის, დუაიტ იორკისა და რუუდ ვან ნისტელროის გოლებს.

მეთოდმა გაამართლა! მომდევნო სეზონში პორტუგალიელმა 42 გოლის (!) გატანა მოახერხა, იუნაიტედმა კი ინგლისის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ახლა კი გზა, რომელიც თავის დროზე კრიშტიანომ გაიარა, რაშფორდმაც უნდა გაიაროს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, სულშერმა რაშფორდსა და რონალდოს შორის მსგავსებები აღმოაჩინა და ‘დეილი მირორის’ ცნობით, სურს, რომ ამ ახალგაზრდა თავდამსხმელისგან მაქსიმალურად მაგარი გოლეადორი გამოიყვანოს. სულშერის მიზანია, რომ მარკუსი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდი გახდეს, რის გამოც, ამიერიდან ფლანგზე იშვიათად ათამაშებს.

სულშერს რაშფორდის იმედი აქვს

აღსანიშნავია, რომ რაშფორდისთვის მისაბაძი მაგალითი სწორედ რონალდოა: “კრიშტიანო საუკეთესოა მათ შორის, ვის თამაშსაც ბავშვობიდან ვუყურებ. იგი ხუთჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ჯერ კიდევ აქვს იმის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მაგარი იყოს. ადამიანების უმრავლესობას ეს არ შეუძლია,” - უთხრა ცოტა ხნის წინ რაშფორდმა ჩვენს ინგლისელ კოლეგებს და ალბათ უკვე გასაგებია, რა პასუხი აქვს მას კითხვაზე - მესი თუ რონალდო...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები