Thumbnail
  • საქართველოს U16 ნაკრების გამარჯვება ლიეტუვაში
  • 16-წლამდელებმა მოლდოვა 4:0 გაანადგურეს

საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. უეფას განვითარების თასის პირველ მატჩში ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოლდოვის U16 ნაკრები დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები საბა გეგიაძემ, ლუკა მამულაშვილმა, ლუკა ჯანაშიამ და ლუკა ჭელიშვილმა გაიტანეს.

პირველ ტურში, მასპინძელმა ლიეტუვამ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან 0:2 წააგო. მეორე ტურის შეხვედრები 20 აგვისტოს გაიმართება - ხიზანიშვილის გუნდი ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება (14:00). მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 აგვისტოს, ლიეტუვასთან გამართავს.

ხიზანიშვილმა მოლდოვასთან გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხაბულიანი, მამულაშვილი, ოჩიგავა, თოდუა. შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, გრიგალაშვილი, ჭელიშვილი, ნოზაძე, ლაბაძე, გოჩიაშვილი.

საქართველოს U16 ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა ჯოჯუა (დინამო თბ), პაპუნა ბერუაშვილი(დინამო თბ);

მცველები: გიორგი პირტახია (სფფ აკადემია), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბ), ნიკა გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო თბ), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ლუკა ჯანაშია (დინამო თბ), საბა გეგიაძე (დინამო თბ), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბ), თემურ ნოზაძე (სფფ აკადემია), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა ოჩიგავა (სფფ აკადემია), დავით შიოლაშვილი (დინამო თბ), ლუკა მამულაშვილი (საბურთალო), ომარ თოდუა (დინამო თბ);

თავდასხმელები: ლუკა წულუკიძე (სფფ აკადემია), გიორგი გოჩიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ხაბულიანი (საბურთალო).

 

კომენტარები

ბოლო ამბები