Thumbnail

UFC | მიოჩიჩმა დენიელ კორმიე დაამარცხა! ნეიტ დიასიც მოგებით დაბრუნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სტიპე მიოჩიჩმა მძიმე წონის ქამარი დაიბრუნა
  • ნეიტ დიასი 3 წლიანი შესვენების შემდეგ მოგებით დაბრუნდა...

დღეს დილით თბილისის დროით 07:00 საათზე, კალიფორნიაში, ანაჰაიმში UFC-ის მორიგი ბრძოლა გაიმართა, რომლის მთავარი ჩხუბი - მძიმე წონის ქამრისთვის ბრძოლა სტიპე მიოჩიჩს გამარჯვებით დასრულდა.

მიოჩიჩმა რევანში აიღო, ზუსტად ერთი წლის წინ კლივლენდელმა მებრძოლმა ქამარი დენიელ კორმიესთან დაკარგა. ბრძოლა თანაბარ პირობებში მიმდინარეობდა თუმცა მიოჩიჩმა მეოთხე რაუნდში სტრატეგია შეცვალა.

"მარჯვენათი მის დარტყმულს ვერც ვგრძნობდი, თუმცა შემდეგ გააქტიურდა და ძლიერი დარტყმები მივიღე" - ამბობდა 40 წლის კორმიე. "ამ ბრძოლის შემდეგ დავფიქრდები, ღირს თუ არა დარჩენა ამ სპორტში, ცოლს დაველაპარაკები და ერთად გადავწყვიტავთ ჩემს მომავალ საქმიანობას."

3 წლიანი შესვენების შემდეგ, 'სტოქტონელი განგსტერი' - ნეიტ დიასი ოქტაგონს გამარჯვებით დაუბრუნდა. დიასმა ანაჰაიმში, 3 რაუნდიან უკომპრომისო ბრძოლაში ენტონი პეტისი დაამარცხა! მალევე თავის მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა.

"ჟორჟ მასვიდალის ბოლო ჩხუბები მომეწონა, მომწონს ეს ბიჭი! ის აღმოსავლეთ სანაპიროს განგსტერია, მე დასავლეთის, მაგრამ ლიგაში მხოლოდ ერთი განგსტერი უნდა იყოს!" - განაცხადა ნეიტ დიასმა, რომელიც როგორც ჩანს საშუალო-მსუბუქი წონის დივიზიონში აპირებს დარჩენას.

ხაბიბ ნურმაგომედოვი დენიელ კორმიეს: "გამარჯვებულს ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ დამარცხებულთან მხოლოდ ნამდვილი ძმები რჩებიან! თავი აწიე და გახსოვდეს, რომ ამ სპორტში ვინც გამოჩენილა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთსო ხარ!"

 

კომენტარები

ბოლო ამბები