Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 2:2 ტოტენჰემი
  • საუთჰემპტონი 1:2 ლივერპული

პრემიერლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონი მანჩესტერ სიტი "ეტიჰადზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ ტოტენჰემს დაუზავდა - 2:2. 

მე-20 წუთზე კევინ დე ბრუინის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, თუმცა 23-ე წუთზე ერიკ ლამელამ შესანიშნავი დარტყმით გაათანაბრა.

35-ე წუთზე ისევ დე ბრუინის ჩაწოდება, ამჯერად სერხიო აგუეროს გოლი ახლო მანძილიდან. ტოტენჰემმა 56-ე წუთზე გაათანაბრა და ეს იმავე წუთზე შესულმა ლუკას მოურამ შეძლო თავური დარტყმით. ხოსეპ გვარდიოლამ 66-ე წუთზე აგუერო გაიყვანა, რასაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შეკამათება მოყვა.

სიტის მოგება VAR-მა არ დაანება - მართალია, 92-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუშმა გოლი გაიტანა, მაგრამ ის გაუქმდა ხელით თამაშის გამო. 

ხოსეპ გვარდიოლა (სიტის მწვრთნელი): "VAR განსაკუთრებით მკაცრია მანჩესტერ სიტის მიმართა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგი ის არ არის, რაც დავიმსახურეთ და მომავალში ამაზე უნდა ვიზრუნოთ".

რამდენიმე საათით ადრე ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა - 2:1 და არსენალთან ერთად, რომელმაც დღეს ასევე გაიმარჯვა, 6-6 ქულა აქვს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლუკას მოურა მოედანზე 19 წამის შესული იყო, როცა გაიტანა.

⚽ ტოტენჰემმა ორი გოლი პირველი ორი დარტყმით გაიტანა.

⚽ კევინ დე ბრუინმა უკვე უფრო მეტი ასისტი (3) შეასრულა, ვიდრე წინა სეზონში (2).

⚽ სერხიო აგუერომ "ეტიჰადზე" თავისი 97-ე გოლი გაიტანა.

მანჩესტერ სიტი 2:2 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 სტერლინგი (20), 1:1 ლამელა (23), 2:1 აგუერო (35), 2:2 ლუკას მოურა (56)

საუთჰემპტონი 1:2 ლივერპული

გოლები: 0:1 მანე (45+1), ფირმინო (71), 1:2 ინგსი (83)

კომენტარები

ბოლო ამბები