- დინამო ბათუმი 2:0 ჩიხურა
- 1:0 ჯიღაური (60), 2:0 ჯიღაური (68)
- დინამო ბათუმმა ფანებს იუბილე მიულოცა
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში დინამო ბათუმმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გეგუჩაძის გუნდს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და ბურთს აკონტროლებდა (70%), თუმცა ეს გოლებში არ ასახულა. მე-12 წუთზე ჯაბა ჯიღაური საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ის ჩიხურას კაპიტანმა შოთა კაშიამ წესების დაცვით შეაჩერა.
ერთ ეპიზოდში სახიფათოდ უტევდა გაბრიელ რამოსი, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა მაისაშვილმა ლამის ტრავმის მიღების ხარჯზე განმუხტა სიტუაცია.
ჯიღაური 60'
ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა, დვალიშვილის წამოწყებული შეტევა მარცხენა ფლანგზე მამუჩაშვილმა გააგრძელა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ჯაბა ჯიღაურმა თავით გაიტანა - 1:0.
2:0 ჯიღაური 68'
ლადო დვალიშვილმა ქუსლით მარცხენა ფრთაზე ამჯერად გეგეჭკორი მოძებნა, მისი ჩაწოდებული ჯიღაურმა დაამუშავა და ამჯერად ფეხით გაიტანა - 2:0.
გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
"იოლი ნამდვილად არ იყო. კარგი და გამოცდილი გუნდია. რთული მატჩი გამოდგა, სწორედ ასეთი დაპირისპირების მოლოდინში ვიყავით. ჩვენი გულშემატკვრის სასიხარულოდ, რომელსაც დღეს იუბილე აქვს და მინდა მივულოცო სამი ქულა ავიღეთ."
დინამო ბათუმმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ამით გია გეგუჩაძის გუნდმა 46 ქულა დააგროვა და გალიდერდა. თბილისის დინამო 44 ქულით მე-2 ადგილზეა, თუმცა თბილისელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.
დინამო ბათუმი 2:0 ჩიხურა
გოლები: 1:0 ჯიღაური (60), 2:0 ჯიღაური (68)
ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, მანჯგალაძე - ჯიღაური (68. ტეიდი), გაბრიელ რამოსი (75. გაფრინდაშვილი), თევდორაძე (56. ფლამარიონი) - დვალიშვილი
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი (67. კამლაძე), კაშია, ჩიკვაიძე - ჩიტეიშვილი (65. ფანცულაია), მარკოზაშვილი - სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ლექვთაძე - დეკანოიძე
კომენტარები