Thumbnail
  • სელტა 1:3 რეალი
  • 0:1 ბენზემა (12), 0:2 კროოსი (61), 0:3 ლუკას ვასკესი (80), 1:3 ლოსადა (91)

ლა ლიგის I ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ვიგოს სელტა დაამარცხა - 3:1, არადა, დაახლოებით 35 წუთი რეალი კაცნაკლული თამაშობდა - VAR-ის მითითებით მსაჯმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გააძევა. 

მადრიდელთა რიგებში ვერ შედგა ედენ აზარის დებიუტი. რეალის შეტევები ძირითადად გარეთ ბეილის აქტიურობით იწყებოდა და მე-12 წუთზეც უელსელის შესანიშნავ გარღვევას მოყვა ქარიმ ბენზემას გოლი. 

ტაიმის მიწურულს ოდრიოზოლას შეცდომა სელტას ფეხბურთელებმა გამოიყენეს, მაგრამ VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

56-ე წუთზე თამაშის მიმდინარეობაში კვლავ ვიდეორეფერი ჩაერია, რომლის მითითებითაც ლუკა მოდრიჩმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

თითქოს, სელტას უნდა შეეტია, მაგრამ პირიქით მოხდა - ტონი კროოსის დარტყმული ხარიხას მოხვდა და ისე ჩაეშვა გალისიელთა კარში. 

ანგარიშს წერტილი შეცვლაზე შესულმა ლუკას ვასკესმა დაუსვა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა მოედანზე რეალის ახალწვეული ლუკა იოვიჩი - 1:3. 

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა პირველად მოიგო ლა ლიგის მატჩი სტუმრად, რაც ზიდანი დაბრუნდა მთავარ მწვრთნელად.

⚽ სელტას წინააღმდეგ ბეილმა ლა ლიგის 9 თამაშში 8 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (6 გოლი, 2 ასისტი).

⚽ ლუკა მოდრიჩი ლა ლიგაში პირველად გააძევეს, რეალის მაისურით ეს მისი მეორე წითელი ბარათია.

⚽ 21-ე საუკუნეში "ბალაიდოსზე" სელტა ყველაზე მეტჯერ რეალმა დაამარცხა (ლა ლიგა) - 11-ჯერ.

⚽ იკერ ლოსადა 21-ე საუკუნეში დაბადებული მე-4 ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში გოლი გაიტანა. 

სელტა 1:3 რეალი

გოლები: 0:1 ბენზემა (12), 0:2 კროოსი (61), 0:3 ლუკას ვასკესი (80), 1:3 ლოსადა (91)

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (75. ისკო), ბენზემა (81. იოვიჩი), ვინისიუსი (69. ლუკას ვასკესი)

გაძევება: მოდრიჩი (56)

კომენტარები

ბოლო ამბები