Thumbnail

'პირატებო გილოცავთ!' - დინამო ბათუმმა ფანებს იუბილე მიულოცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შავი ზღვის პირატები 8 წლის გახდნენ
  • დინამოელები ჩიხურასთან მატჩზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩს, დინამო ბათუმის ფან კლუბის 'შავი ზღვის პირატების' დაბადების დღე დაემთხვა. საჩხერის ჩიხურასთან თამაშზე დინამოელები სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის მომზადებული მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც პირატების ლოგო და წარწერა 'გილოცავთ' იყო განთავსებული. მატჩის დაწყებამდე მაისურები ფეხბურთელებმა პირატებს გადასცეს.

'შავი ზღვის პირატები' 2011 წელს დაარსდნენ, დღეს მათ 8 წელი შეუსრულდათ. ამ თარიღთან დაკავშირებით დინამოს ბათუმის ახალმა გენერალურმა სპონსორმა, კომპანია ევროპაბეთმა ფილმი მოამზადა სადაც ფან კლუბის ისტორიაა მოყოლილი.

🏴‍☠ შავი ზღვის პირატები

8 წელი საყვარელი გუნდის გვერდით 💙 Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club 👋 🔵 დინამო ბათუმის გენერალური სპონსორია europebet.com 📰 მედია პარტნიორი popsport.com

Posted by FC Dinamo Batumi on ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები