Thumbnail

უარი ტურნირის პირველ ნომრობას - ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობამდე დაისვენებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი უინსტონ-სალემის ტურნირიდან მოეხსნა
  • რომელი ნომრით განთესავენ ქართველს ამერიკის ღია პირველობაზე

წუხელ ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ უინსტონ-სალემში ATP-ის 250-იანი ტურნირის წილისყრა გაიმართა, ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) იქ პირველ ნომრად უნდა განეთესათ, მაგრამ ბოლო მომენტში ქართველმა ჩოგბურთელმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

27 წლის ქართველი დაისვენებს და მშვიდად მოემზადება ამერიკის ღია პირველობისთვის, რომელიც 26 აგვისტოს იწყება. შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა ამერიკის ღიაზე კარგად იასპარეზა და მხოლოდ მერვედფინალში დამარცხდა რაფაელ ნადალთან, მან ესპანელს ერთი სეტიც მოუგო. ახლა ნიკას მერვედფინალში გასვლისთვის მიღებული 180 ქულა აქვს დასაცავი. 

დღევანდელი მდგომარეობით ნიკას დიდი სლემის ტურნირზე მე-15 ნომრად განთესენ, თუმცა შესაძლოა, ტრავმის გამო თამაში ანდერსონმა ვერ შეძლოს და ნიკა მე-14 ნომერი გახდება. 

მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 1 985 ქულით კვლავ მე-17 ადგილზეა, თუმცა ორშაბათამდე მისი გადასწრების შანსი დავიდ გოფინს რჩება.  

კომენტარები

ბოლო ამბები