Thumbnail
  • არსენალი 2:1 ბარნლი
  • მეთოფეებს ისევ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მოაგებინა
  • დანიელ სებალიოსმა ორი საგოლე პასი მიითვალა

უნაი ემერის გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვებას ზეიმობს. ლონდონელმა მეთოფეებმა "ემირეიტსზე" ბარნლი მიიღეს და მეტოქეს ლაკაზეტისა და ობამეიანგის გოლებით მოუგეს.

ანგარიში თამაშის დასაწყისში, სტუმართა კართან დანიშნული კუთხურის შემდეგ გაიხსნა, რომელიც დანიელ სებალიოსმა მოაწოდა. შესაბამისად, ესპანელმა ნახევარმცველმა პირველი საგოლე პასი მიითვალა არსენალში. ალექსანდრ ლაკაზეტს კი გოლი  ცოტა უცნაური გამოუვიდა - ბარნლის მცველების გარემოცვაში მოქცეულმა ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ ბურთს დაარტყა და მეკარეს ფეხებშორისაც გაუძვრინა.

ობამეიანგი ზედიზედ მეორე მატჩია გოლს იტანს და არსენალი იგებს

შონ დაიჩის შეგირდებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს. დუაიტ მაკნილის დარტყმის შემდეგ, ბურთი მეიტლენდ-ნაილსის ფეხიდან, კარგ პოზიციაში მყოფ ეშლი ბარნსს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი ხელი ვერავინ შეუშალა.

საბოლოო ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დააფიქსირა, რომელმაც დრიბლინგი საჯარიმოს მისადგომებიდან, მეკარისგან ახლო დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ გოლის ავტორს ასისტენტობა ამჯერედაც დანი სებალიოსმა გაუწია.

ესპანელმა ახალ გუნდში პირველი საგოლე პასები მიითვალა

მომდევნო ტურში უნაი ემერის გუნდი ლივერპულს ესტუმრება (24 აგვისტოს), ბარნლი კი გასვლაზე ვულვზს შეხვდება (25 აგვისტო).

არსენალი 2:1 ბარნლი

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (13’), 1:1 ბარნსი (43’), 2:1 ობამეიანგი (64’)

არსენალი (4-2-3-1): ლენო -  მეიტლენდ-ლაინსი, პაპასტოპულოსი, ლუისი, მონრეალი - უილოკი, გენდუზი - ობამეიანგი, სებალიოსი (83’ ტორეირა), ნელსონი (46’ პეპე) - ლაკაზეტი (83’ კოლაშინაცი).

ბარნლი (4-4-2): პოუპი - ლოუტონი, ტარკოვსკი, ბენ მი, პიტერსი - გუდმუნდსონი (72’ ლენონი), ვესტვუდი, კორკი, მაკნილი - ვუდი (61’ როდრიგესი), ბარნსი.

კომენტარები

ბოლო ამბები