Thumbnail
  • ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა
  • ტიტულოვანმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში 219 კგ-იანი შტანგა დაძლია

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში ატაცში 219 კგ დაძლია და ამით მსოფლიოს რეკორდი ერთი კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნის.

თუმცა, ვინაიდან შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგები მსოფლიო რეკორდებში არ ითვლება, 25 წლის ქართველი ძალოსნის მიღწევას მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდი შეიძლება ვუწოდოთ. მსოფლიო რეკორდად ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგი ითვლება.

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარეობს (15-17 აგვისტოს) და მასში 12 რაიონის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ლაშა ტალახაძეს რეკორდის ოფიციალურად გაუმჯობესების შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ექნება, რომელიც 17 სექტემბერს, ტაილანდში აიღებს სტარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები