Thumbnail

7-კაცა | ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი - საქართველომ რუსეთს მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პოლონეთის ქალაქ გდანსკში 7-კაცა რაგბიში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო
  • ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფის პირველ მატჩში რუსეთის ნაკრებს დამაჯერებლად სძლიეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 7-კაცა რაგბიში, პოლონეთის ქალაქ გრანსკში დაწყებულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში გამოსვლა რუსეთის ნაკრების დამარცხებით დაიწყო.

ლევან ობოლაძის გუნდი, რომელიც ჩემპიონატზე B ჯგუფში გამოდის, სასტარტო შეხვედრაში რუს თანატოლებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 27:12.  

17 აგვისტოს ტურნირში ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია. საქართველოს 7-კაცა ნაკრების მომდევნო მეტოქე ლუქსემბურგი იქნება (16:51 სთ), ჯგუფში გამოსვლას კი ირლანდიასთან მატჩით (19:14 სთ) დავასრულებთ. 

გულშემატკივარს თამაშების ლაივ-სტრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია. 

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი და რუმინეთი თამაშობენ, C ჯგუფში კი ესპანეთი, გერმანია, ლიეტუვა და ბელგია მოხვდნენ.

თასისთვის ბრძოლას ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასულები და კიდევ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი გააგრძელებს. დანარჩენი 4 ნაკრები კი 9-12 ადგილებისთვის ითამაშებს. პლეი ოფები კვირას, 18 აგვისტოს ჩატარდება.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში ამ შემადგენლობით გამოდის: 

ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლუკა მატკავა (არმაზი, კაპ.), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ირაკლი ბებია (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი). 

კომენტარები

ბოლო ამბები