Thumbnail

'ამ ყველაფერმა მაიძულა' - ედინ ჯეკო რომაში დიდი ხნით დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ედინ ჯეკომ რომასთან ხელშეკრულება სამი სეზონით გაახანგრძლივა
  • არადა, 33 წლის ბოსნიელის ინტერში გადასვლა გადაწყვეტილი ჩანდა
  • ფორვარდი ბედნიერია, რომ რომაულ კლუბში დიდი ხნით დარჩება

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ ედინ ჯეკო კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებდა, რომამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ ბოსნიელმა ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი სამი სეზონით გაახანგრძლივა - 2022 წლის 30 ივნისამდე.

33 წლის ფეხბურთელის ნერაძურიში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ბევრი იწერებოდა და თითქოს, კლუბები უკვე შეთანხმებული იყვნენ. ინტერს ჯეკოს სანაცვლოდ რომასთვის 10 მილიონი ევროც უნდა გადაეხადა და თავისი აღზრდილი 18 წლის ფორვარდი, ედოარდო ვარგანიც უნდა დაეთმო. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივხვდი, რამდენად სურს კლუბს ჩემი დატოვება. ხელმძღვანლობასთან საუბარმა და სამუშაომ, რომელიც მწვრთნელთან ერთად გავწიე, ასევე ურთიერთობამ თანაგუნდელებთან და გულშემატკივრების სიყვარულმა იძულებული გამხდა, კიდევ ერთხელ გამეაზრებინა ის, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ვისწავლე - რომა ჩემი სახლია. აქ ყველა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ რაღაც მოიგო. მიხარია, რომ აქ დიდხანს დარჩენა შემიძლია", - აქვეყნებს ჯეკოს ნათქვამს რომას პრესსამსახური.

ბოსნიელი აცხადებს, რომ რომა მისი სახლია

ედინ ჯეკო რომაში 2016 წლის ზაფხულში, მანჩეტერ სიტიდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 11 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 33 წლის ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები