Thumbnail

'ეს მესის გარეშეც უნდა შევძლოთ' - ბილბაო-ბარსელონას მატჩის გამოხმაურება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ერნესტო ვალვერდე ბილბაოში დამარცხებას ლეო მესის არყოფნას აბრალებს
  • ჟერარდ პიკეს აზრით, სჯობს სეზონის სტარტზე წააგო, ვიდე სეზონის ბოლოს
  • გამარჯვების გოლის ავტორს არიც ადურსს თანაგუნდელი მამას უწოდებს

ესპანეთის ჩემპიონმა ბარსელონამ ლა ლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო. ბილბაოში, "სან მამესზე" გამართულ მატჩში, ტრავმირებული ლეო მესის გარეშე მოთამაშე კატალონიელები ატლეტიკთან 89-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ - 0:1. 

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თამაშის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: 

"პირველ ტაიმში კარგად არ ვითამაშეთ. გუნდი ვერ ახერხებდა მატჩის მიმდინარეობის გაკონტროლებას. გქვონდა მომენტები, მაგრამ თავდასხმაში უფრო მეტი აგრისია გვმართებდა. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, მაგრამ ატლეტიკო დიდი ძალებით იცავდა თავს და ძნელი იყო ასეთი დაცვის გარღვევა.

მივეჩვიეთ იმას, რომ ლეო მესი ვითარების ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტაში გვეხმარება, მაგრამ ამის გაკეთება მის გარეშეც უნდა შეგვეძლოს. უწინ ჩაგვიტარებია კარგი თამაშები მის გარეშე. აშკარაა, რომ დღეს ის გვაკლია".

ბარსას თავკაცმა ბილბაოსთან მატჩის შემდეგ მესის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ბარსელონამ ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი 2008 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო. მაშინ კატალონიელები მინიმალური ანგარიშთი ნუმანსიასთან დამარცხდნენ. ბარსას მცველი ჟერარდ პიკე ჩემპიონატის წაგებით დაწყებაში კატასტროფულს ვერაფერს ხედავს: 

"სან მამესზე" თამაში ყოველთვის რთულია. დასაწყისში მეტოქემ წნეხში მოვაგცია და ფიზიკურად უფრო კარგად გამოიყურებოდა. მეორე ნახევარში ატლეტიკი მოეშვა. ბოლო-ბოლო, მოგებაც და წაგებაც დეტალებშია. ჯობს ახლა წააგო, ვიდრე სეზონის ბოლოს. რაც შეეხება ასეთი შედეგის მიზეზს, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ… ზოგჯერ ემზადები, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ელოდები".

კატალონიელთა მცველი პირველ ტურში წაგებას კატასტროფად არ აღიქვამს

ბილბაო-ბარსელონას მატჩის გმირი 38 წლის არიც ადურისი გახდა, რომელმაც თამაშის მიწურულს ულამაზესი გოლი გაიტანა. თანაც, ლა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იმ დროისთვის მოედანზე ერთი წუთის შესული იყო.

ადურისის ანგარიშზე უკვე პრიმერას 430 მატჩში გატანილი 158 გოლია

კატალონიელებთან გამარჯვების შემდეგ, ბასკთა  25 წლის თავდამსხმელმა ინიაკი უილიამსმა არიც ადურისს "მამა" უწოდა. უილიამსმა სოციალურ ქსელში ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც ის ვეტერანთან ერთადაა აღბეჭდილი. "მამაჩემთან ერთად" - ასეთი მინაწერი აქვს ფოტოს.

ლა ლიგის მეორე ტურში ბილბაო ხეტაფეს შეხვდება (24 აგვოსტოს), ბარსელონა კი ბეტისს მიიღებს (25 აგვისტოს).

კომენტარები

ბოლო ამბები