Thumbnail
  • ბარსელონა და ბაიერნი კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ
  • 19 წლის ფრანგი ტალანტი ბაიერნში

მიუნხენის ბაიერნმა ჰერტასთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით რეკორდმაისტერში ითამაშებს - კლუბებმა უმთავრეს საკითხებზე უკვე მოილაპარაკეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ სეზონში ბაიერნში ითამაშებს, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით. 

27 წლის კოუტინიო მიუნხენში კვირას ან ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ბრაზილიელი ბარსელონაში ლივერპულიდან გადავიდა, მის ანგარიშზე ბრაზილიის ნაკრებში 56 თამაში და 16 გოლია. 

ბაიერნმა ასევე დაადასტურა 19 წლის ფრანგი მიკაელ კიუზანსის ტრანსფერი მიონხენგლადბახის ბორუსიადან. 

კომენტარები

ბოლო ამბები