Thumbnail
  • ბილბაო 1:0 ბარსელონა
  • 1:0 ადურისი (89)

ესპანეთის ლა ლიგა ბილბაოში სენსაციით დაიწყო - ჩემპიონმა ბარსელონამ ატლეტიკთან 0:1 წააგო, ხოლო მატჩის გმირი 38 წლის არიც ადურისი გახდა, რომელმაც ბოლოსწინა წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა კატალონიელთა კარში.

მესის მერე ბარსას სუარესიც გამოაკლდა

ლა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იმ დროისთვის მოედანზე ერთი წუთის შესული იყო! 

ერნესტო ვალვერდეს არ ჰყავდა ტრავმირებული ლეო მესი და როტაციიდან ამოვარდნილი ფილიპე კოუტინიო. სამაგიეროდ, შედგა ფრენკი დე იონგისა და ანტუან გრიზმანის დებიუტები, თუმცა მათ წარმატებულს ვერ ვუწოდებთ.

კიდევ ერთი ცუდი ბარსელონასთვის პირველ ტაიმში მოხდა, როცა ტრავმა მიიღო ლუის სუარესმა, მან თამაში ვეღარ გააგრძელა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ არიც ადურისმა ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა ლა ლიგაში და ლეო მესის დაეწია.

⚽ 2003 წლიდან მოყოლებული ბარსელონამ ბილბაოსთან მატჩებში 29-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს (ან ხარიხას).

⚽ ლუის სუარესი ბარსელონას მაისურით პირველად შეცვალეს პირველ ტაიმში.

⚽ როცა ბუსკეტსი არ თამაშობს ბარსა 5 თამაშია, რაც ვერ იგებს ლა ლიგაში. 

ბილბაო 1:0 ბარსელონა

გოლი: 1:0 ადურისი (89)

ბილბაო (4-2-3-1): სიმონი - კაპა, ალვარესი, ნუნიესი, ბერჩიჩე - უ. ლოპესი (81. ბენიატი), დანი გარსია - დე მარკოსი (66. სანსეტი), რაულ გარსია, მუნიაინი - ვილიამსი (88. ადურისი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - სერხი რობერტო (76. პერესი), დე იონგი, ალენია (46. რაკიტიჩი) - დემბელე, ლუის სუარესი (37. რაფინია), გრიზმანი

კომენტარები

ბოლო ამბები