Thumbnail
  • ბაიერნი 2:2 ჰერტა
  • 1:0 ლევანდოვსკი (24), 1:1 ლუკებაკიო (36), 1:2 გრუიჩი (38), 2:2 ლევანდოვსკი (60-პენ)

ბუნდესლიგის I ტურის გახსნის მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ბერლინის ჰერტას უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. ნიკო კოვაჩის გუნდი მარცხისგან რობერტ ლევანდოვსკიმ გადაარჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

 ანგარიში გნაბრის პასით ლევანდოვსკიმ 24-ე წუთზე გახსნა, ახლო მანძილიდან დასწრებაზე ითამაშა. თუმცა პირველი ტაიმის 2-წუთიან მონაკვეთში ჰერტამ 2 გოლი გაუტანა რეკორდმაისტერს - ჯერ დოდი ლუკებაკიოს შორეული დარტყმა მცირე რიკოშეტის წყალობით გავიდა, მერე კი იბიშევიჩმა მეკარესთან პირისპირ მარკო გრუიჩი გაიყვანა, სერბმა ნოიერს დუელი მოუგო და ჰერტა დააწინაურა.

მე-60 წუთზე VAR-მა არასათამაშო ეპიზოდში სტუმართა მცველის უხეშობა შეამჩნია და ლევანდოვსკიმ სეზონის პირველი დუბლი შეასრულა.

საინტერესო ფაქტები

⚽ დოდი ლუკებაკიომ ჰერტაში დებიუტი გოლით აღნიშნა.

⚽ გასულ სეზონში ლუკებაკიომ ფორტუნას რიგებში ამ სტადიონზე ჰეთ თრიკი შეასრულა. 

⚽ ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონებს 2002 წლის მერე არ წაუგიათ პირველი ტურის მატჩები.

⚽ ხუთი წელია, რაც რობერტ ლევანდოვსკის სეზონის პირველ მატჩში გააქვს, აქამდე ეს ბუნდესლიგაში არავის გაუკეთებია.

⚽ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 26 პენალტიდან 23 გაიტანა.

⚽ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობებში მხოლოდ თითო ახალწვეული იყო (პავარი - ლუკებაკიო).

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგაში შინ ჰერტასთან 25 თამაშია, რაც არ წაუგია - 19 მოგება, 6 ფრე.

ბაიერნი 2:2 ჰერტა

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 1:1 ლუკებაკიო (36), 1:2 გრუიჩი (38), 2:2 ლევანდოვსკი (60-პენ)

ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, პავარი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა - მიულერი (85. სანშეში), ტოლისო - გნაბრი (86. დევისი), ლევანდოვსკი, კომანი

ჰერტა (2-3-1-2): იარსტაინი - კლუნტერი, შტარკი, რეკიკი - ლეკი, დარიდა, გრუიჩი, მიტელშტადტი - დუდა (78. სკიელბრედი) - იბიშევიჩი (63. ესვაინი), ლუკებაკიო (68. ზელკე) 

კომენტარები

ბოლო ამბები