Thumbnail
  • ფილიპე კოუტინიო ბარსელონამ ბილბაოსთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა
  • კოუტინიო, როგორც ხამესი - ბაიერნი დიდად არ რისკავს

ფილიპე კოუტინიოს საგა, დიდი ალბათობით, დასასრულს უახლოვდება. კოუტინიოს ტრანსფერი, რაშიც ბარსელონამ თითქმის 160 მილიონი ევრო გადაიხადა, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარუმატებლობად მიიჩნეოდა.

კოუტინიო ბარსელონას ვერაფრით მოერგო და კატალონიაშიც დიდი ხანია, მისი გაყიდვის საკითხი დადგა დღის წესრიგში. პრობლემა ის არის, რომ ბარსას კოუტინიოს გაყიდვა იმ პირობით სურს, თუ მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვნ ნაწილს უკან ამოიღებს.

ამ თემაზე:

წარუმატებელი ორი სეზონის შემდეგ კი ბრაზილიელში დიდი ფულის გადამხდელი ამ დრომდე არცერთი ევროპული გრანდი არ აღმოჩნდა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ინგლისში, სადაც კოუტინიოს ყველაზე მეტი მსურველი ჰყავს, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა.

ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური ბრაზილიელის პარი სენ-ჟერმენში გაყიდვის საკითხი იყო. დღეს კი ერთდროულად რამდენიმე წყარო ალაპარაკდა, რომ კოუტინიოს ბაიერნში ტრანსფერს მხოლოდ ბიუროკრატიული დეტალები აშორებს. ამ ინფორმაციას დამაჯერებელს ხდის ის ფაქტი, რომ ბარსელონამ სეზონის პირველი თამაშის წინ კოუტინიო განაცხადში არ შეიყვანა, თუნდაც იმის ფონზე, რომ ლეო მესი ბილბაოსთან მატჩს ტოვებს.

ბაიერნი კოუტინიოს ამ ეტაპზე მხოლოდ ითხოვებს და მასში დიდ ინვესტიციას არ ჩადებს. მიუნხენელებს ამ ტიპის ფეხბურთელი განსაკუთრებით სჭირდებათ, მას შემდეგ, რაც გუნდი ხამეს როდრიგესმა დატოვა. შეხსენებისთვის, ხამესიც ბაიერნს ნათხოვარი ჰყავდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები