Thumbnail

PREVIEW | გვარდიოლას პირველი დიდი ტესტი - დაიცავს სიტი ჩემპიონობას?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 17 აგვისტო |⌚ 20:30 | ⚽ მანჩესტერ სიტი V ტოტენჰემი
  • შედგება კანსელოს დებიუტი ეტიჰადზე?

შაბათს პრემიერლიგის მეორე ტურის პირველი დღე ტურის ცენტრალური მატჩით დასრულდება, სადაც ეტიჰად სტედიუმზე მანჩესტერ სიტი ტოტენჰემ ჰოთსპურს უმასპინძლებს.

სიტიმ წელს სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ იაქტიურა, გუნდში საყრდენი - როდრი და განაპირა მცველები - ჟოაო კანსელო და ანხელინო მოვიდნენ. სპურსთან მატჩში ყველ კანსელოს გამოჩენას ელის.

პეპ გვარდიოლა: "სტერლინგი საოცარ ფორმაშია, ალბათ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ პრემიერლიგა იმითაა საოცარი, რომ პირველი ექვსეულის გუნდებში ბევრ ასეთ მოთამაშეს შეხვდებით."

PEP TALK | City v Spurs preview

Is Raheem Sterling the Premier League's most dangerous player? Pep has his say...

Posted by Manchester City on პარასკევი, 16 აგვისტო, 2019

"იდეალური შენაძენია სიტისთვის" - ამბობს გარი ნევილი, რომელიც მას ველენსიაში წვრთნიდა. "გოლის გატანაც იცის, საგოლე პასიც შეუძლია... მაგრამ 4 მცველის პირობებში უკან პოზიციას ხშირად დაკარგავს, სულ წინ დარბის და ამიტომ, ამას გპირდებით!" - აცხადებს ნევილი.

ტოტენჰემი წელს ნდომბელეთი გაძლიერდა, რომელმაც სადებიუტო მატჩში გაიტანა. ასევე გუნდში მოვიდნენ ახალგაზრდა რაიან სესენიონი ფულემიდან და ბეტისიდან იჯარის წესით ლო ჩელსო. თუმცა ზაფხულით პოჩეტინო მაინც უკმაყოფილოა.

საინტერესო ფაქტები

⚽ სიტის შარშანდელი ეტიჰადზე გოლების საშუალო რაოდენობა - 3-ს უდრიდა.

⚽ პირველი ექვსეულის გუნდებთან ბურთების ბალანსი ასეთი იყო - 15 გატანილი, 3 გაშვებული...

⚽ 2016 წელს ტოტენჰემი იყო პირველი გუნდი ვინც გვარდიოლას სიტი დაამარცხა, მაგრამ მას შემდეგ ბოლო 7 მატჩში სპურსს ქალაქელები ჯობნიან - 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

⚽ ჰარი კეინს აგვისტოში გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ ინგლისელმა ეს 'ტრადიცია' პირველივე ტურში ასტონ ვილასთან დუბლით დაარღვია.

⚽ სიტის პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში გოლების 50% 45-60 წუთების რადიუსში აქვს გატანილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები