Thumbnail

თურქულ შეკრებაზე დინამოს უკრაინელი მცველი დაემატა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის დინამოს თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება.
  • 6 თებერვალს კახა კაჭარავას გუნდი მეოთხე ამხანაგურ მატჩს გამართავს.
  • დინამოს უკრაინელი მცველი დაემატა.

თბილისის დინამო თურქულ შეკრებაზეა. კახა კაჭარავას გუნდმა სამი ამხანაგური მატჩი გამართა: თბილისელებმა პოლონური სანდეცია დაამარცხეს, უკრაინულ გუნდებთან: ზორიასა და ვორსკლასთან კი მარცხი განიცადეს.

დინამო დასკვნითი მატჩისთვის ემზადება: 6 თებერვალს ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი ტულის არსენალს დაუპირისპირდება. რუსულ გუნდთან თამაშის წინ, დინამოს უკრაინელი ლეგიონერი სერჰი პუტკო დაემატა.

პუტკო 24 წლის მცველია და დინამომდე უკრაინულ გუნდებში ასპარეზობდა. სერჰი ჩერნომორეცის და ჟემჩუჟინას ღირსებას იცავდა.

სერჰი პუტკოს დებიუტი სავარაუდოდ ტულის არსენალთან შეხვედრაში შედგება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები