Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედიდან თვითმკვლელობამდე - 20 წლის ტალანტის ტრაგიკული ამბავი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უელსელმა ფეხბურთელმა, რომელიც გამორჩეულ ტალანტად მიიჩნეოდა, თავი მოიკლა
  • ბელა თაუნის მოთამაშე ერთი პერიოდი მანჩესტერ იუნაიტედში იმყოფებოდა სინჯებზე
  • 20 წლის ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 

20 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ჯოელ დარლინგტონმა, რომელიც გამორჩეულ ტალანტად მიიჩნეოდა და ერთ დროს სინჯებზე მანჩესტერ იუნაიტედშიც კი იმყოფებოდა, რეგულარული ტრავმების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი 18 მარტს მოხდა, ბრიტანულ მედიაში კი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ახლახან დაიწერა.

ჯოელი  ხერხემლის ტრავმამ გააწამა

როგორც ირკვევა, ჯოელს ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად აწუხებდა ტკივილი, რაც ხერხემლის დისკის დაზიანებით იყო გამოწვეული. ახალგაზრდა ფეხბურთელს მდგომარეობა ვერავითარმა პროცედურამ შეუმსუბუქა და შედეგად ის დეპრესიაში ჩავარდა.

ჯოელმა კოლეჯშიც კი მიანება თავი სწავლას, რომელიც მას ფიტნესის ინსტრუქტორის პროფესიის დაუფლებაში უნდა დახმარებოდა. 

ჯოელი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მამას თავის მიზნებზე ესაუბრა, მეორე დღეს კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი გარაჟში ჯოელის დედამ და ძმამ აღმოაჩინეს.

იუწყებიან, რომ რამდენიმე წლის წინ დარლინგტონი სინჯებზე მანჩესტერ იუნაიტედშიც იმყოფებოდა, მაგრამ ხელი მოიტეხა და კლუბის დატოვება მოუხდა.

ჯოელს უელსის ასაკობრივ ნაკრებებში იწვევდნენ, მისი ბოლო კლუბი კი ბელა თაუნი იყო, რომელიც უელსის ჩემპიონატში გამოდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები