Thumbnail

უიღბლო ხულიგანი - კურიოზი ინგლისის ლიგის თასზე, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სოლფორდ სიტისა და ლიდს იუნაიტედის მატჩის დროს მოედანზე ფანატი შევარდა
  • მამაკაცს ძალიან სურდა ცარიელ კარში გოლის გატანა, მაგრამ ეს ვერაფრით მოახერხა
  • კურიოზული ფაქტის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა

ინგლისის ლიგის თასის 1/64 ფინალის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს სოლფორდ სიტი და ლიდს იუნაიტედი დაუპირისპირდნენ, კურიოზული შემთხვევა მოხდა. 

თამაშის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ხანმოკლე პაუზის დროს, მოედანზე ფანატი შეიჭრა. გულშემატკივარი, რომელსაც საკუთარი ბურთი ჰქონდა, ლიდსის კართან მაქსიმალურად ახლოს მივიდა და გოლის გატანა სცადა, მაგრამ ბურთს ფეხი ააცილა და ძირს გაგორდა.

ხულიგანმა მოედანი თავისი ნებით დატოვა, მისმა საქციელმა კი სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან გაახალისა.

ფაქტის ამსახველ ვიდეორგოლს, რომელიც სოციალურ ქსელში უმალ გავრცელდა, მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ინგლისის ლიგის თასის შემდეგ რაუნდში ლიდს იუნაიტედი გავიდა, რომელმაც მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. გამარჯვებულთა შორის გოლებით ედვარდ ნკეტია, გაეტანო ბერარდი და მატეუშ კლიხი გამოირჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები