Thumbnail

ტრავმა დადასტურდა - ლეიკერსის ცენტრისთვის სეზონი დამთავრებულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსის ცენტრს ოპერაცია სჭირდება
  • დემარკუს კაზინსს მომავალი სეზონი გაუცდება

ცუდი ინფორმაცია ლოს ანჯელეს ლეიკერსის გულშემატკივრებისთვის: ცენტრ დემარკუს კაზინსს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და, დიდი ალბათობით, NBA-ს მთელ მომავალ სეზონს გამოტოვებს.

ინფორმაცია კაზინსის აგენტმა ჯეფ შვარტცმა ESPN-ს დაუდასტურა. 29 წლის ცენტრმა ტრავმა ორშაბათს, ლას ვეგასში გამართულ ვარჯიშზე მიიღო. ლეიკერსის ექიმებმაც დაადასტურეს, რომ კაზინსი საოპერაციოა.

NBA-ს ოლ სტარის 4-გზის მონაწილისთვის ეს ბოლო წელიწადნახევარში მესამე მძიმე ტრავმაა. შეგახსენებთ, რომ დემარკუს კაზინსმა ზაფხულში ლეიკერსთან 3,5-მილიონდოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები