Thumbnail

ედენ აზარის სახლი მადრიდში - ბელგიელს შენაძენი 10 მილიონი ფუნტი დაუჯდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის 28 წლის ნახევარმცველმა მადრიდში მდიდრული სახლი შეიძინა
  • ბელგიელი მადრიდის ცნობილ რაიონში, თანაგუნდელების საიხლოვეს დასახლდა

რეალის ნახევარმცველმა ედენ აზარმა, რომელიცმ ზაფხულში მადრიდში გადაბარგდა, ესპანეთის დედაქალაქში მდიდრული სახლი შეიძინა, რომლის ფასი 10 მილიონი ფუნტით (დაახლოებით 10,9 მილიონი ევრო) განისაზღვრება. 

ინგლისური მედიის ცნობით, ბელგიელმა ფეხბურთელმა სახლი ლა ფინსას რაიონში შეიძინა, რომელიც ცნობილია იმით, რომ იქ რეალის არაერთი მოთამაშე ცხოვრობს.

თანამედროვე სახლში, რომლის პროექტი არქიტექტორ ხოაკინ ტორესს ეკუთვნის, ედენის, მისი ცოლის, ნატაშასა და შვილების: იანისის, ლეოსა და სამის განკარგულებაში ექვსი საძინებელია. სახლის ტერიტორიაზე განთავსებულია აუზი, სპა, ტრენაჟორების დარბაზი, კინოდარბაზი და ჩოგბურთის კორტი. 

ედენ აზარის ტრანსფერი სამეფო კლუბს ლონდონის ჩელსისგან 100 მილიონი ევრო დაუჯდა. მადრიდელებსა და 28 წლის ბელგიელ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ხუთი სეზონით გაფორმდა - 2024 წლის ზაფხულამდე.

ესპანეთის ჩემპიონატში ედენ აზარის დებიუტი სავარაუდოდ 17 აგვისტოს შედგება. ლა ლიგის პირველ ტურში რეალი სტუმრად ვიგოში სელტას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები