Thumbnail
  • 📅 16 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ბილბაო V ბარსელონა
  • ბარსელონა ლიონელ მესის გარეშე
  • სტუმართა რიგებში ფრენკი დე იონგისა და ანტუან გრიზმანის დებიუტს ველით

"სან მამეს ბარია" 89-ე ლა ლიგას გახსნის - 26-გზის ჩემპიონი ბარსელონა ბილბაოს ატლეტიკს სტუმრობს.

ერნესტო ვალვერდე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის საინტერესოა, ბასკ სპეციალისტს ბილბაოში ორი სუპერვარსკვლავი მიჰყავს, რომელთა დებიუტიც უნდა ვიხილოთ: ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი და ანტუან გრიზმანი.

ფრანგმა ნახევარი კარიერა ბასკეთში გაატარა (ოღონდ, სან სებასტიანში) ის ლა ლიგის გამოზდილია. აი, ფრენკის კი ევროპის უძლიერეს ლიგაში პირველი მატჩი ელის... თუ ექიმები ამის უფლებას დართავენ, ჰოლანდიელი სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა მცირე ტრავმის გამო. თუ ფრენკი მწყობრში იქნება, ის სასტარტოში დაიწყებს, თუ არადა, სერხი რობერტოს ვიხილავთ. აი, გრიზმანს კი თითქმის გარანტირებული აქვს სასტარტოში ადგილი, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს გვერდით. 

ლეო გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს

მოქმედ ჩემპიონს ლეო მესი აკლია, რომელიც ტრავმის გამო ლა ლიგაში სექტემბრიდან ჩაერთვება. არ იქნება კიდევ ერთი ახალწვეული, ვალენსიას ყოფილი მეკარე ნეტუ. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ბარსას ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დააკლდა ლა ლიგის პირველ ტურში. 

გაისკა გარიტანოს გუნდი შემტევ ფეხბურთზე უარს არ იტყვის, იმის მიუხედავად, რომ გუნდს მოქმედი ჩემპიონი უპირისპირდება. ინიგო კორდობასა და ინიგო მარტინესს მცირე ტრავმები აწუხებთ, თუმცა კატალონიელებთან თამაშს ისინი არ გამოტოვებენ. ცენტრფორვარდად ინიაკი ვილიამსი ითამაშებს, ფლანგზე მწვრთნელი კაპას ამჯობინებს და არა ოსკარ დე მარკოსს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - კაპა, ი. მარტინესი, ალვარესი, ბერჩიჩე - უ. ლოპესი, დანი გარსია - მუნიაინი, რაულ გარსია, კორდობა - ვილიამსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - დემბელე, ლუის სუარესი, გრიზმანი 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგაში ამ გუნდების ბოლო26 დაპირისპირებიდან 25-ში ბარსელონამ ბილბაოსთან არ წააგო.

⚽ 14 ტურია ზედიზედ, რაც ატლეტიკს ბილბაოში არ წაუგია. 

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ბარსელონას ბოლო 6 მატჩი არ წაუგია ბილბაოსთან (ყველა ოფიციალური მატჩი).

⚽ ბოლო 5 სეზონიდან 3-ში ლა ლიგას ბილბაო და ბარსელონა ხსნიან!

⚽ წინა ორ შემთხვევაში ბასკებმა შინ 0:1 წააგეს.

⚽ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, ბარსელონამ მხოლოდ ერთი საგარეო მატჩი წააგო ლა ლიგაში, მას მერე, რაც ანგარიში გახსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები