Thumbnail

UFC | 18 აგვისტოს 3 წლიანი შესვენების შემდეგ ნეიტ დიასი ბრუნდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 18 აგვისტო | ⌚ 07:00 | 👊 კორმიე V მიოჩიჩი
  • 📅 18 აგვისტო | ⌚ 07:20 | 👊 პეტისი V დიასი

18 აგვისტოს ანაჰაიმში UFC 241-ე შოუს მთავარი ბრძოლა მძიმე წონის დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლით დასრულდება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონი დენიელ კორმიე და სტიპე მიოჩიჩი დაუპირისპირდებიან.

ეს მათი მეორე ბრძოლა იქნება, პირველი 2018 წელს, დაახლოებით ერთი წლის წინ დენიელ კორმიემ ნოკაუტით მოიგო, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე ქულების მხრივ ბრძოლა თანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.

არანაკლებ საინტერესოა ენტონი პეტისის და ნეიტ დიასის დაპირისპირება - რამდენიმე თვის წინ პეტისმა ტონი ფერგიუსონთან მარცხის შემდეგ სტივენ 'უონდერბოი' თომფსონი ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო დიასი კონორ მაკგრეგორთან განმეორებითი ჩხუბის შემდეგ (რომელიც წააგო) ოქტაგონზე არ გამოჩენილა.

სტოქტონელი ხულიგნის გამოჩენას, UFC-ის გულშემატკივრები დიდი მოლოდინით ელიან - "3 წლია არ მიჩხუბია, თუმცა რამდენიმე თვის წინ გავიღვიძე და მივხვდი რომ ჩემი საქმე მომენaტრა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე ოქტაგონზე დაბრუნება."

მოიგებს დიასი 3 წლის შემდეგ პირველ ორთაბრძოლას?

კომენტარები

ბოლო ამბები