Thumbnail

სხვა ქართული გუნდების მსგავსად, ევროტურნირებზე ასპარეზობა თბილისის დინამომაც დაასრულა. ფელის ვისენტეს გუნდმა თბილისში როტერდამის ფეიენოორდთან ფრედ, 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 1:5 წააგო. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა...

ფელის ვისენტე (დინამოს მთავარი მწვრთნელი)

“ჩვენი მიზანი ყოველთვის მოგებაა და ამიტომ, შედეგით დამწუხრებულები ვართ. თუმცა, ამით არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ხვალ კიდევ უკეთესად ვითამაშოთ. ვაგრძელებთ იგივე ბილიკით სიარულს.

ორი მატჩის ჯამში, დიდი ანგარიშით დავამარცხეთ როგორც ენგორდანი, ისე გაბალა. როტერდამში 80 წუთი კარგად ვთამაშობდით და არც საპასუხო მატჩი იყო ცუდი. რომ არა როტერდამული მატჩის ბოლო 10 წუთი, დღეს შეიძლება მომდევნო ეტაპზე ვყოფილიყავით და ამაზე გველაპარაკა. 

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და მათი დღვანდელი თამაშით. გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ ამ რესურსით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ჩვენი უახლოესი მიზანი ეროვნულ ლიგაში წარმატებული თამაშია”.

კომენტარები

ბოლო ამბები