Thumbnail
  • RugbyPass-ის ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
  • რა სჭირდება ქართულ რაგბის ყველაზე მეტად
  • ჰეიგის გედის სიმღერა საქართველოს ნაკრებში

RugbyPass-მა საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ თავკაც მილტონ ჰეიგთან ინტერვიუ შემოგვთავაზა - "მსოფლიო რაგბის მამები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ". სტატიის ავტორი ჯემი ლაიოლია.

მსოფლიოს თასის დამთავრებისთანავე მილტონ ჰეიგი და მისი ოჯახი ქართულ სამოთხეს დაემშვიდობება. ჰეიგი ემშვიდობება ქვეყანას, ხალხს, რომლებიც მას ადიდებენ, და ქართულ რაგბის ჯანსაღ მდგომარეობაში ტოვებს.

ქართული რაგბის სწრაფი პროგრესი

მოხერხებული ახალზელანდიელი საქართველოს ნაკრების პოსტზე 7 წლის განმავლობაში მუშაობს. მისი მეთაურობით და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, რაგბი საქართველოში უსწრაფესად განვითარდა.

ქართველებს აქვთ შესანიშნავი საწვრთნელი ობიექტები, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ კონკურენტებს მსოფლიოს მასშტაბით, დიდი და ხმაურიანი გულშემატკივრობა. ისინი ტიტულს ტიტულზე იგებენ მეორე დონის ევროპის ჩემპიონატზე.

მაგრამ არის რაღაცები, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ბოლო მსოფლიოს თასის (2015) შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველი დონის ქვეყნებთან მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა, წინა ციკლში მათ სულ ორი ასეთი თამაში ჰქონდათ. ახლა მათ თასზე გასახურებლად შოტლანდიასთან წყვილი ტესტი ელით, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო მისია, რომ განვითარებადმა სარაგბო ქვეყნებმა უფრო ხშირად ითამაშონ ბობოლებთან, ეს ძალიან სჭირდება საქართველოს, რომელმაც რაგბი ევროპის ბოლო 9 ჩემპიონატიდან 8 მოიგო, საქართველო მეორე დონის ქვეყნებისთვის უკვე მეტისმეტად გადაიზარდა.

ქართველებს სურთ თავი ექვსი ერის 'ზვიგენებთან" გამოსცადონ, მაგრამ ამ ტურნირის ორგანიზატორებს არ აქვთ სურვილი რამე შეცვალონ, მეტისმეტად მომგებიან ორგანიზაციაში. საქართველო გაიჭედა და წინ სტაგნაციის სერიოზული საშიშროებაა...

"ბოლო მსოფლიოს თასიდან მოყოლებული ეს ამბავი ძალიან გვაღელვებს", - უთხრა RugbyPass-ს მილტონ ჰეიგმა - "ამიტომაც ყოველთვის სიხარულით ვლაპარაკობ ფრენჩაიზის შექმნის შანსზე, რომელიც კონკურენტუნარიანობას გაგვიზრდის". 

ჯერ PRO14, მერე ექვსი ერი

"თუ ვერაფრით ვიღებთ პირველი დონის ქვეყნებთან მეტ ტესტს, მაშინ მსურს, ჩემმა მოთამაშეებმა უკეთეს პირველობაზე ითამაშონ. ჩვენ გვყავს მოთამაშეები ფრანგულ Top 14-ში, ეს კარგია, მაგრამ მეტი გვინდა, მეტი ინტენსივობით. ყოველკვირეული თამაშებით მორაგბეები სულ სხვა დონეზე ავლენ".

"ჯერ ამ თემაზე კონკრეტული არაფერია, მაგრამ სანამ ამას არ მივაღწევთ, შემდგომი წინსვლა ძალიან ძნელია. ახლა სწორედ ამ ფაზაში ვართ".

ქართულ რაგბის წინსვლისთვის მეტი შესაძლებლობა სჭირდება

ჰეიგს PRO14-ში ქართული გუნდის თამაშის იმედი აქვს. ამ ტურნირზე გაფართოების წინააღმდეგები არ არიან - ორი სამხრეთაფრიკული კლუბი შეუერთდა PRO14-ს 2017 წელს და შესაძლოა, მათ ბევრი დაემატოს. 

ჰეიგს იმედს აძლევს არგენტინული ხაგუარესის მაგალითი სუპერ რაგბიში: "ჩვენ აუცილებლად კონკურენტუნარიანები ვიქნებით".

 "PRO14 ჩვენთვის ძალიან კარგია, ჩრდილოეთი ნახევარსფეროა და დროის ზონებიც არ არის ურიგო. საქართველოსთვის PRO14 კარგი პირველი ნაბიჯი იქნებოდა".

"საქართველოსთვის გუნდი PRO14-ში კარგი პირველი ნაბიჯი იქნებოდა"

უელსელებთან, სკოტებთან და ირლანდიელებთან თამაში ნელნელა მოშლის ბარიერებს და დიდ ნაბიჯს გადავდგავთ ექვს ერში შესვლისკენ. ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია ჩვენთვის".

ჰეიგს ისიც კარგად ესმის, რომ ქართული რაგბი ბიზნესის თვალსაზრისითაც მიმზიდველი უნდა იყოს ევროპისთვის: "ის დრო წავიდა, როცა მოედანზე ჩხუბის მიუხედავად, მერე ერთად ლუდს ვსვამდით. ახლა რაგბის ზოგიერთი პრინციპი შეცვლილია. ახლა ყველაფერი ბიზნეს მოდელზე გადაერთო. მე ეს კარგად მესმის, მაგრამ ხალხს რაგბი იმიტომაც უყვარს, რომ ნებისმიერს შეუძლია მოირგოს ბუცები და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშოს და არა აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ ხარ შენ. თუ რამის შემატება შეგიძლია, შენ ამას მოახერხებ". 

7 წელია, რაც ჰეიგი ბორჯღალოსნებს წვრთნის

"ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც რაგბის სათავეში უდგას, ხშირად ერთ რამეს ამბობს და მეორეს აკეთებს".

საქართველოს პულში წარმატების მიღწევა ძალიან უნდა გაუჭირდეს, ურუგვაისთან კი ფავორიტია, მაგრამ მეტოქეებად "ბორჯღალოსნებს" გრანდ სლემის მომგები უელსი, ავსტრალიის ნაკრები, რომელმაც ახლახან ახალ ზელანდიასთან 47 ქულა გააკეთა და საოცარი ტალანტის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ფიჯი ჰყავთ. 

"ბევრს გავაკვირვებთ. საიტებს რომ გადახედოთ, მსოფლიოს თასის წინ საქართველოზე არავინ ლაპარაკობს, ეს ჩვენ არ გვანაღვლებს. წინა მსოფლიოზე პულში მესამე ადგილი დავიკავეთ და ახლა კიდევ უფრო საიმედოდ უნდა ვითამაშოთ".

თავის მოკვლა აღარ მომიწევს

"თუ ამას შევძლებთ, მეტ ადამიანს ავალაპარაკებთ. მსოფლიო ჩვენგან უკვე სტაბილურობას და სენსაციებს ელოდება. თუ ამას შევძლებთ, ბევრს გადავაფიქრებინებთ - სად უნდა იყოს ქართული რაგბის ადგილი".

"ეს კი მსოფლიო რაგბის მეტი თამამი გადაწყვეტილების მიღების შანსს მისცემს, იქნებ, 2020 წლიდან საქართველოს მეტი ტესტი ექნება ბობოლებთან".

თუ საქართველოს ამ ჯგუფში სენსაციის მოხდენა სურს, მას მეტი სჭირდება, ვიდრე ყველასთვის ანგარიშგასაწევი შერკინება. 8 ფორვარდის იქით პრობლემაა".

"მსოფლიო ჩვენგან უკვე სტაბილურობას და სენსაციებს ელოდება"

"როცა საქართველოს ნაკრებში მოვედი, მაშინ ვთქვი, რომ ძალიან ძლიერი ფორვარდები ჰყავთ, მაგრამ ცალმხრივი გუნდია. ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს უნდა შეგვეცვალა, რომ ძლიერ გუნდებსაც გავუწიოთ მეტოქეობა. უნდა თამაშობდე ბურთით უკეთ, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი შერკინება".

2015 წ. ზელანდიასთან თამაშის წინ

"მახსოვს, გასული მსოფლიოს თასის შემდეგ ჩემ თავს ვუთხარი, რომ თუ მომდევნო მსოფლიოსთვის შერკინების იქით უკეთესი შემადგენლობა არ მეყოლებოდა, , მაშინ თავს მოვიკლავდი. მიხარია, რომ ამის გაკეთება არ მომიწევს".

"ახლა ჩვენ კარგი ტალანტები გვყავს სხვა პოზიციებზეც, ამისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ". 

მათ შორის ჰეიგი ბრივის პლეიმეიქერ თედო აბჟანდაძეს გულისხმობს, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ნაკრებში უკვე ათი კეპი აქვს. ადრე ჰეიგმა მას "მსოფლიო კლასის ტალანტი" უწოდა.

"შარშან ნოემბერში დაიწყო და ახლა ნაკრების ბუნებრივი ნაწილია, 20 წლის ასაკში არ არის ცუდი შედეგი. მას დიდი მომავალი აქვს. ის, შესაძლოა, საუკეთესო 10 ნომერია ვინც ბოლო წლებში გამიწვრთვნია ახალზელანდიელების ჩათვლით".

"ის, შესაძლოა, საუკეთესო 10 ნომერია ვინც ბოლო წლებში გამიწვრთვნია ახალზელანდიელების ჩათვლით".

თავაწეული მიდის

როცა დიდი შოუ დასრულდება, ჰეიგი იაპონიაში გადაბარგდება, ეს საქართველოს მზადებას ხელს არ უშლის. საქართველო თურქეთში შესანიშნავ პირობებში ემზადებოდა, ახლა იქ უორენ გეტლანდის უელსი ჩადის. 

ჰეიგს თავისი უკვე დამტკიცებული აქვს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ როგორი ფინალი სურს მას: "რაც უნდა მოხდეს მსოფლიოს თასზე, მე ნაკრებს ბევრად უკეთესს ვტოვებ, ვიდრე ის იყო ჩემი მისვლის პერიოდში".

"როგორი იყო ნაკრები 2012-ში და როგორია ახლა, სხვაობა ძალიან მახარებს. თუმცა ოპტიმისტი ვარ და მეტი მსურს, მსოფლიოს თასი კი კარგი შესაძლებლობაა - ეს ჩემი ბოლო ტურნირია ნაკრებში და ძალიან მოტივირებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შესაძლებლობა არ გავანიავო".

კომენტარები

ბოლო ამბები