Thumbnail
  • 29 აგვისტოს უეფა 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს
  • პრესტიჟულ ჯილდოზე ნომინირებული სამი ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ნომინანტთა სამეული გამოაქვეყნა. ჯილდოს პრეტენდენტები არიან: ლივერპულის ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი, ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.

სეზონის ფეხბურთელი - პრეტენდენტები

ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინის ნაკრები)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი. მეათედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, პორტუგალიის ნაკრები)
უეფას ერთა ლიგის გამარჯვებული და ფინალური სტადიის საუკეთესო ბომბარდირი. კარიერაში პირველად მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, ჰოლანდიის ნაკრები)
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ფინალის საუკეთესო მოთამაშე. ერთა ლიგის ვერცხლის პრიზიორი. 

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მამაკაცი და საუკეთესო ფეხბურთელი ქალი, ასევე - ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონში პოზიციების მიხედვით ინდივიდუალური ჯილდოების მფლობელები, მონაკოში 29 აგვისტოს გამართულ ცერემონიალზე გამოცხადდებიან. იქვე შედგება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა კი მომდევნო დღეს გამოცხადდება.

ევროპალიგის გასული სეზონის საუკეთესო სამეული

სხვა ჯილდოების პრეტენდენტები

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე: ალისონი, უგო ლორისი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, მატეის დე ლიხტი.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: ფრენკი დე იონგი, ჯორდან ჰენდერსონი, კრისტიან ერიქსენი.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი: სადიო მანე, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო.

წლის საუეკეთესო ფეხბურთელი ქალი: ამანდინ ანრი, ლუსი ბრონზი, ადა ჰეგერბერგი.

ევროპალიგის საუკეთესო მოთამაშე: ედენ აზარი, ოლივიე ჟირუ, ლუკა იოვიჩი.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები