Thumbnail
  • ოქტომბერში ანგისას ბაზა საერთაშორისო ასაკობრივ ტურნირს უმასპინძლებს 
  • ტურნირში 14-წლამდელთა 8 გუნდი ითამაშებს - 4 ქართული და 4 უცხოური
  • ბათუმს ვალენსიის, პსვ-ის, ბაბელსბერგისა და განის გუნდები ესტუმრებიან 

წელს ქალაქ ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის - Ajara Cup 2019, რომელშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - 4 ქართული და 4 უცხოური.

დინამო თბილისის, დინამო ბათუმის, სფფ აკადემიის, სკ საბურთალოს 14-წლამდელთა გუნდებს, ვალენსიას, პსვ ეინდჰოვენის, ბაბელსბერგი 03-ის ამ ასაკის გუნდები და განის ასაკობრივი ნაკრები დაემატება.

ტურნირი 6-10 ოქტომბერს, ანგისას ბაზაზე ჩატარდება. შეიქმნება ორი 4-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 1-2 ადგილებზე გასულები ბრძოლას პირველობისტვის გააგრძელებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 35-წუთიანი იქნება, ნახევარფინალი და ფინალი - 40-წუთიანი. ფინალური შეხვედრა ანგისას ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე ჩატარდება.  

პროექტის ორგანიზატორები არიან: აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის მთავრობა, ფეხბურთის განვითარების ფონდი, შპს სპორტ სოლუშენი, თავისუფალი ფეხბურთი.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ტურნირი რეგულარული გახდება და ყოველწლიურად ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები