Thumbnail
  • ბითაძე ინდიანა პეისერსში მედიის ყურადღების ცენტრშია
  • დებიუტი მუმბაიში, ოფიციალური დებიუტი დეტროიტთან

ინდიანა პეისერსმა NBA-ს ახალი სეზონის კალენდრის პოსტერზე კლუბის ინსტაგრამზე ქართველი ახალბედა გოგა ბითაძის ფოტო გამოაქვეყნა! 

ამასობაში ინდიანამ წინასასეზონო გეგმებიც გაგვაცნო - პეისერსი კემპს 4 ოქტომბერს ხსნის... მუმბაიში (ინდოეთი), სადაც გოგას გუნდი საკრამენტოს შეხვდება. ეს იქნება NBA India Games 2019-ის სერიის პირველი მატჩი, პირველი შემთხვევა, როცა ინდოეთში NBA-ს მატჩი გაიმართება. 5 ოქტომბერს იგივე გუნდები მეორე დაპირისპირებასაც გამართავენ. 

ისტორიაში მეოთხედ მოხდება, რომ პეისერსი წინასასეზონო შეკრების ნაწილს უცხოეთში გამართავს. პეისერსი ორ თამაშსაც ამერიკაში ჩაატარებს - 11 ოქტომბერს ჩიკაგოს წინააღმდეგ, ხოლო 15-ში მინესოტასთან. ახალ სეზონს ინდიანა დეტროიტთან თამაშით გახსნის - ეს 23 ოქტომბერს მოხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები