Thumbnail
  • ლივერპული 2:2 დ.დ. (5:4) ჩელსი
  • 0:1 ჟირუ (36), 1:1 მანე (48), 2:1 მანე (95), 2:2 ჟორჟინიო (101)
  • ლივერპულმა სუპერთასი მეოთხედ მოიგო

სტამბოლის Vodafone Park-ზე უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა - ჩემპიონთა ლიგის მომგები ლივერპული ევროპალიგის გამარჯვებულ ჩელსის დაუპირისპირდა - ძირითადი დრო მატჩში 1:1 დასრულდა, ასეთივე ანგარიშით დასრულდა დამატებითი ორი ტაიმიც, პენალტების სერიაში ლივერპულმა 5:4 იმარჯვა და ევროპის სუპერთასს ლივერპული დაეუფლა!

ლივერპულმა ევროპის სუპერთასი ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

ეს სუპერთასი ისტორიული იყო, რადგან პირველად ქალმა არბიტრმა იმსაჯა - ფრანგმა სტეფანი ფრაპარმა. ისტორიაში პირველად, სუპერთასზე ერთმანეთს ინგლისური კლუბები დაუპირისპირდნენ. 

პირველი ტაიმი ორივე კართან მწვავე მომენტებით გამოირჩა - ლივერპულს უპირატესობა კი ჰქონდა, ოღონდ, ჩელსის შეტევები უფრო სახიფათო იყო - მაგალითად, პედროს დარტყმული 22-ე წუთზე, როცა ლივერპული ხარიხამ იხსნა. 

0:1 ჟირუ 36'

36-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - კანტემ ჩელსის შეტევა წამოიწყო, შემდეგ კი კრისტიან პულიშიჩმა ოლივიე ჟირუ მეკარე ადრიანთან მარტო დატოვა და ფრანგმაც შანსი გამოიყენა. 

მალევე ამერიკელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც VAR-მა გააუქმა თამაშგარე მდგომარეობის გამო (41). 

შესვენებაზე იურგენ კლოპმა თამაშში რობერტო ფირმინო ჩართო, რამაც შედეგი სამ წუთში გამოიღო. 

1:1 მანე 48'

რობერტო ფირმინომ კეპას დაასწრო და საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო - სადიო მანემ გოლი ლელოსავით "დადო".

75-ე წუთზე კეპამ ჯერ სალაჰის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი ვან დეიკის, საოცარი სეივის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა.

82-ე წუთზე ჩელსის კიდევ ერთი გოლი არ ჩაითვალა - შეცვლაზე შემოსულმა მაუნტმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან. 

2:1 მანე 95'

დამატებით დროში მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა - ჯერ მე-5 წუთზე ფირმინო მანეს კომბინაცია ლივერპულის მეორე გოლით დასრულდა.

2:2 ჟორჟინიო 101'

98-ე წუთზე ადრიანმა აბრაჰამის სახიფათო დარტყმა მოიგერია, მაგრამ ერთ წუთში მათი დუელი ესპანელი მეკარისთვის ცუდად დასრულდა - მან აბრაჰამი საჯარიმოში მოცელა და ჟორჟინიომ პენალტი შეასრულა.

მომენტები მეორე დამატებით ტაიმშიც იყო, მაგრამ გოლები აღარ გასულა და დაინიშნა პენალტების სერია. 

პირველი პენალტი ლივერპულმა დაარტყა - ფირმინომ გაიტანა, რასაც გოლით უპასუხა ჟორჟინიომაც. ფაბინიომ გაიტანა, ასევე გაიტანა ბარკლიმაც. ორიჯის გაუჭირდა, თუმცა პენალტი მაინც გაიტანა, საპასუხოდ მაუნტმა დამაჯერებლად გაიტანა. ალექსანდერ-არნოლდსაც გამოუცნო კუთხე კეპამ, მაგრამ ვერ აუღო, საპასუხოდ ემერსონის დარტყმაც ზუსტი იყო. ლივერპულის მე-5 პენალტი გუნდის ლიდერმა სალაჰმა გაიტანა, ჩელსისგან ბურთთან აბრაჰამი მივიდა და მას ადრიანმა გადამწყვეტი დარტყმა აუღო - 5:4 ლივერპულის სასარგებლოდ.

ლივერპული 2:2 დ.დ. (5:4) ჩელსი

გოლები: 0:1 ჟირუ (36), 1:1 მანე (48), 2:1 მანე (95), 2:2 ჟორჟინიო (101-პენ)

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (91. ალექსანდერ-არნოლდი) - მილნერი (64. ვეინალდუმი), ფაბინიო, ჰენდერსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46. ფირმინო), სალაჰი, მანე (103. ორიჯი)

ჩელსი (4-3-3): კეპა - ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი (85. ტომორი), ემერსონი - ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი (101. ბარკლი) - პულიშიჩი (74. მაუნტი), ჟირუ (74. აბრაჰამი), პედრო

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები