Thumbnail
  • არარატ-არმენიამ საბურთალო თბილისში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა
  • სომხეთიდან ჩამოსულმა გულშემატკივრებმა სიხარული ემოციურად გამოხატეს

სომხურმა არარატ-არმენიამ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოახერხა საბურთალოს სასურველი ანგარიშით (2:0) დამარცხება და შედეგად, ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

საბურთალოს ფეხბურთელებმა არარატის კარში გოლი ვერაფრით გაუტანეს 

საქართველოს ჩემპიონებმა ერთი კვირის წინ სტუმრად სომხეთში გამართულ პირველ დაპირისპირებაში ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს და თითქოს ორრაუნდიან დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა - გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ვაკის სტადიონზე შეკრებილ თბილისელ ქომაგს იმედი გაუცრუეს.

მეტი ამ თემაზე:

სამაგიეროდ, ძალიან გაიხარეს სომხური გუნდის გულშემატკივრებმა, რომლებიც ჯერ "მიხეილ მესხზე" ამხნევებდნენ აქტიურად თავიანთ გუნდს, თამაშის დასრულების შემდეგ კი გამარჯვების სიხარული უკვე სტადიონის გარეთ გამოსულებმაც გამოხატეს.

Հայ ֆանատների ցնծությունը Թբիլիսիում

Posted by NEWS.am Sport on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები