Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასს უელსთან მატჩით გახსნის
  • საქართველოსთან და ავსტრალიასთან უძლიერესი შემადგენლობით
  • უელსელებს 2017 წლის ტესტი არ დავიწყებიათ

Wales Online-ის ცნობით, უელსის სარაგბო ნაკრების თავკაც უორენ გეტლანდს მსოფლიოს თასზე D ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მაქსმიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით აქვს თამაში გადაწყვეტილი. 

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასს 23 სექტემბერს ტოიოტა სიტიში უელსთან თამაშით იწყებენ. ამ მატჩიდან 6 დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეთამაშება, ხოლო უელსი - ავსტრალიას.
გეტლანდს გადაწყვეტილი აქვს, რომ საუკეთესო შემადგენლობით ეთამაშოს, როგორც საქართველოს, ისე, ცხადია, ავსტრალიას. 

2017 წ. უელსი-საქართველო 13:6

უელსის ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის გახურება უკვე დაიწყო - ლონდონის "თვიქნემზე" გეტლანდის გუნდი ინგლისთან 19:33 დამარცხდა. შაბათს კი ეს გუნდები ერთმანეთს კარდიფში, "პრინსიპალიტიზე" დაუპირისპირდებიან. ინგლისთან მატჩებს შორის შუალედი 6 დღეა, ზუსტად ისე, როგორც საქართველოსთან და ავსტრალიასთან მატჩებს შორის. "ეს ამხანაგური მატჩები იმეორებენ ზუსტად ისეთ გრაფიკს, როგორიც მსოფლიოს თასზე უელსის ნაკრებს ექნება - 6-დღიანი ინტერვალით", - წერს Wales Online.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2017 წლის შემოდგომის ტესტებში დაუპირისპირდა უელსს კარდიფში და 6:13 დამარცხდა. ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრებს ფრის მიღწევა შეეძლო, თუმცა უელსის ნაკრებმა წესების მანიპულაციით, მას ამის საშუალება არ მისცა.  

კომენტარები

ბოლო ამბები