Thumbnail
  • ავთო ებრალიძე ვოლუნტარის ფეხბურთელი გახდა
  • ის რუმინულ კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება

27 წლის შემტევი ნახევარმცველი ავთანდილ ებრალიძე პორტუგალიური ნასიონალიდან, რომელიც პრიმეირადან გავარდა, რუმინულ ვოლუნტარიში გადავიდა. ავთო 2019/20 წლების სეზონს ამ კლუბში გაატარებს. "ავთო მარცხენა ნახევარმცველია. ჩვენი კლუბი მიესალმება მას და დიდ წარმატებას უსურვებს ვოლუნტარის შემადგენლობაში", - წერს ვოლუნტარის ფეისბუქ გვერდი. 

ავთოს მთელი კარიერა პორტუგალიაში აქვს გატარებული - 2010 წელს ის III დივიზიონის ლაგოშში ჩაირიცხა. შემდეგ იყო ჟუვენტუდ ევორა და ოლივეირენშე. ამის შემდეგ ის პრიმეირაში შეამჩნიეს და ავთო ჟილ ვისენტეს ფეხბურთელი გახდა. ჟილ ვისენტეში 4 სეზონის გატარების შემდეგ, ავთო ვიზეუში გადავიდა. გასული სეზონი მან შავეშში დაიწყო და მადეირას ნასიონალში დაასრულა (ჯამში 15 მატჩი სეზონში). საქართველოს ნაკრებში მან 3 მატჩი ჩაატარა. 

ვოლუნტარი სულ რაღაც 9 წლის წინ დაარსდა, 2015 წლიდან კი ლიგა 1-შია, 2017 წელს კლუბმა რუმინეთის თასი მოიპოვა. ვოლუნტარი რუმინეთის ლიგა 1-ში 5 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები