Thumbnail

ჩელსის და ლივერპულის ფეხბურთელებმა მატჩის წინ ამპუტანტ ბავშვებთან ერთად ითამაშეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლუბები უეფას კამპანიას შეუერთდნენ
  • სალაჰმა, კოვაჩიჩმა და სხვა ვარსკვლავებმა ბავშვებთან ითამაშეს...

უეფას სუპერთასის წინ, ლივერპულის და ჩელსის ფეხბურთელებმა ოფიციალური ვარჯიშის მსვლელობისას ორგანიზაციის ფონის მიერ მოწყობილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ინგლისური გუნდების ვარსკვლავებმა ამპუტანტ ბავშვებთან ერთად ივარჯიშეს.

ვარჯიშთან ერთად ფეხბურთელებმა ბავშვებს სამახსოვროდ ავტოგრაფები გადასცეს და ასევე მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს. "ოცნება აუხდათ" - წერს უეფას ფონდის ტვიტერის ოფიციალური გვერდი.შეგახსენებთ, რომ სუპერთასის მატჩი დღეს სტამბულში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყბა.

კომენტარები

ბოლო ამბები