Thumbnail

იურგენ კლოპი CR7-ის ტრუსით - მწვრთნელის ხუმრობა ლივერპულის გასახდელში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა საინტერესო ამბავი მოყვა
  • რა მოიმოქმედა იურგენ კლოპმა თავისი გუნდის გასახდელში რეალთან მატჩის წინ
  • მერსისაიდელი ფეხბურთელები სიცილისგან გასახდელის იატაკზე ხოხავდნენ

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ყველაფერთან ერთად, კარგი ფსიქოლოგიცაა და იცის, მნიშვნელოვანი თამაშის წინ, როგორ უნდა დაეხმაროს ფეხბურთელებს დაძაბულობის მოხსნაში. ამაში გერმანელ სპეციალისტს იუმორის კარგი გრძნობაც ეხმარება.

ახლახან მერსისაიდელთა ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა ჟურნალისტებს უამბო საინტერესო ამბავი იმაზე, თუ როგორ მოახერხა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ფინალის წინ ლივერპულის ფეხბურთელების გახალისება. საუბარია კიევში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ლივერპულს მეტოქედ მადრიდის რეალი ჰყავდა.

გერმანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის თასი მომდევნო წელს მაინც აღმართა

"ის (კლოპი) გასახდელში კრიშტიანო რონალდოს ბრენდირებული "ბოქსერით" (შორტი) შემოვიდა, რომელშიც პერანგი ჰქონდა ჩატანებული და ასე საუბრობდა. სიცილისგან იატაკზე ვხოხავდით. გასახდელში არსებული დაძაბულობის ყინულიც ერთბაშად გალღვა. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში ყველა ძალიან სერიოზულია ხოლმე, მაგრამ კლოპი თავს ლაღად გრძნობდა და ხუმრობდა", - იხსენებს ვეინალდუმი.

თუმცა, იურგენ კლოპის ხუმრობამ მაშინ ლივერპულს ვერ უშველა - მერსისაიდელები რეალთან ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ. კრიშტიანო რონალდოს კი გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მომდევნო სეზონში მოახერხა - 2019 წელს, როდესაც ფინალურ შეხვედრაში ტოტენჰემი დაამარცხა (2:0).

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულთან დუბლით გარეტ ბეილი გამოირჩა

დღეს, 14 აგვისტოს, იურგენ კლოპი და ლივერპული უეფას სუპერთასის მატჩში ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდებიან.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | ლივერპული ფავორიტია! რას უნდა ველოდოთ ჩელსისგან?

კომენტარები

ბოლო ამბები