Thumbnail

ტრანსფერები | რეალი 60 მილიონად შეძენილ ფორვარდს ისევ უშვებს? 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლუკა იოვიჩმა ზინედინ ზიდანს თავი ვერ მოაწონა
  • ზიზუ სერბი თავდამსხმელის განათხოვრებაზე ფიქრობს

ლუკა იოვიჩის მადრიდული თავგადასავალი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. რეალმა 21 წლის ცენტრფორვარდი ამ ზაფხულს, ფრანკფურტის აინტრახტიდან, 60 მილიონ ევროდ შეიძინა. ახლა კი ვრცელდება ცნობები, რომ მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მის გაშვებაზე ფიქრობს. დროებით!

‘მარკას’ ინფორმაციით, სერბმა თავდამსხმელმა ზიდანს ჯერჯერობით თავი ვერ მოაწონა და ფრანგს ურჩევნია, იოვიჩი სადმე გაანათხოვროს. იოვიჩმა ბოლოს კვირას, რომასთან ტესტ-მატჩში ითამაშა და 45 წუთში მხოლოდ 2 დარტყმა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა იოვიჩი რეალმა 12 ივნისს წარადგინა. ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, რეალში დარჩენა და შესაძლებლობების დამტკიცება სურს, მაგრამ ‘მარკა’ წერს, რომ ზიზუ ასე არ ფიქრობს. გერმანული მედიის ინფორმაციით, რეალმა იოვიჩი, შესაძლოა, ისევ ფრანკფურტის აინტრახტში გაუშვას - ოღონდ, იჯარით.

კომენტარები

ბოლო ამბები